„ამ დროისთვის 17 დაღუპულიდან 12-ის ვინაობა დადგენილია“, – ამის შესახებ ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენელმა გოჩა ენუქიძემ განაცხადა.
ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლის თქმით, დაკარგულებს შორის 7 არასრულწლოვანია.
„17-ვე ცხედარი გადასვენებულია პროზექტურაში, ქუთაისში. აქედან 12-ის იდენტიფიცირება მოხდა პოლიციისა და ოჯახის წევრების მიერ. 5 მიცვალებულზე მიმდინარეობს იდენტიფიცირება. ახლა ვეძებთ 17 ადამიანს. 17-ვე საქართველოს მოქალაქეა“, – აცხადებს ენუქიძე.










