LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
ერთადერთი რაციონალური მოთხოვნა არის ხელახალი არჩევნები, რომელსაც ჩაატარებს საერთაშორისო აქტორებით დაკომპლექტებული საარჩევნო ადმინისტრაცია – თინა ბოკუჩავა

” დადასტურდა, რომ ივანიშვილი საქართველოში რუსული გავლენის აგენტია”- თინა ბოკუჩავა

დაპოსტა 2024/12/28-ში
A A
89
ნახვა
გაზიარება

მნიშვნელოვანია, ამერიკის შეერთებულ შტატებთან მუშაობა გავაგრძელოთ ბიძინა ივანიშვილის ოჯახის წევრების სანქცირების მიზნით, რათა ივანიშვილმა სანქციებისთვის თავის არიდება ოჯახის წევრების გამოყენებით ვერ შეძლოს, – ამის შესახებ „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ თინა ბოკუჩავამ განაცხადა.

როგორც ის აღნიშნავს, ამერიკის შეერთებული შტატების მიერ ბიძინა ივანიშვილის დასანქცირება „ადასტურებს, რომ ის საქართველოში რუსული გავლენის აგენტია“.

ბოკუჩავას თქმითვე, სანქციების შედეგად „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის ქონება ტოტალურად გაუფასურდა.

„ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობამ სანქციების გუშინდელი გადაწყვეტილებით დაადასტურა, რომ ივანიშვილი რუსულ ინტერესებს, რუსულ სარგებელს ემსახურება და რომ ის, საქართველოში რუსული გავლენის აგენტია. ეს არის სწორედ ამერიკული სანქციების სამართლებრივი საფუძველი, რომელიც აშშ-ს სახაზინო დეპარტამენტმა დააწესა ე.წ. ოფაკის მექანიზმის გამოყენებით, ანუ საგარეო აქტივების კონტროლის ოფისის გამოყენებით, რომელიც განსხვავდება გლობალური “მაგნიცკის აქტისგან” და ეფუძნება სწორედ ივანიშვილის რუსული კავშირების, რუსული სარგებლისთვის მუშაობის ფაქტს. ივანიშვილის აქტივები დასანქცირდა ამერიკაში, მას აეკრძალა ნებისმიერი აქტივის ლეგალურად გაყიდვა, იქნება ეს უძრავი ქონება, ფასიანი ქაღალდები, თუ მაგალითად, ფერწერული ტილო. ის ვეღარ შეძლებს, რომ ლეგალურად გაყიდოს ნებისმიერი აქტივი, ხოლო „შავ ბაზარზე“ ამგვარი აქტივების გაყიდვის შემთხვევაში კარგად გვესმის, რომ საბაზრო ღირებულების 10%-საც კი არ შეადგენს, რაც იმას ნიშნავს, რომ ივანიშვილის ქონება სანქციების შედეგად ტოტალურად გაუფასურდა. ივანიშვილი ვერ განახორციელებს ვერც ერთ ფინანსურ ტრანზაქციას ამერიკულ დოლარში. უნდა გვესმოდეს, რომ ნებისმიერი საერთაშორისო გადარიცხვა, რაც შეიძლება ქართული ბანკების გამოყენებით განხორციელდეს, ამერიკული ბანკების გავლით, ე.წ. საშუამავლო ბანკების გავლით, რომლებიც მომენტალურად დაბლოკავენ ნებისმიერ ამგვარ ტრანზაქციას. „ოფაკის“ სანქციები მოიცავს ე.წ. მეორად ეფექტს, რაც იმას გულისხმობს, რომ ნებისმიერი პირი, ან ორგანიზაცია, რომელიც ივანიშვილის სანქცირებულ ტრანზაქციასთან იქნება შემხებლობაში, შეიძლება ამერიკული სანქციების სამიზნე გახდეს. ნებისმიერი ქართული ბანკი, თუ დაუშვებს ივანიშვილისთვის ნებისმიერ ტრანზაქციას, თავად აღნიშნული ბანკიც შესაძლოა, დასანქცირდეს აშშ-ს მიერ, ეროვნული ბანკის, ან ნებისმიერი კომერციული ბანკის მხრიდან სასანქციო რეჟიმის დარღვევა უდიდეს დარტყმას მიაყენებს ქართულ საბანკო სისტემას და შესაბამისად, ტოტალურად ჩამოშლის ქართულ ეკონომიკას, ამიტომ დიდი იმედი მაქვს, რომ ეროვნული ბანკი და არც ერთი კომერციული ბანკი ამ უდიდეს რისკზე, ქართული სახელმწიფოს და საქართველოს მოქალაქეების წინააღმდეგ არ წავლენ.

ივანიშვილს ასევე დაებლოკა წვდომა სინგაპურის სასამართლოს გადაწყვეტილებით მისაღებ ასეულობით მილიონ დოლარზე. ივანიშვილი ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ტოტალურ ფინანსურ იზოლაციაში მოაქცია და რამდენი „ქეშიც“ არ უნდა ჰქონდეს მას განსაკარგად, ამგვარ ტოტალურ ფინანსურ იზოლაციაში ვერ ისარგებლებს ვერც ერთი საბანკო მომსახურებით. ის დიდ ხანს ნამდვილად ვერ გაძლებს და ძალიან გაუჭირდება „ქეშით“ ოპერირება“, – განაცხადა ბოკუჩავამ.

მისივე თქმით, „ივანიშვილის კრიმინალურ რეჟიმთან შეზრდილი ბიზნესი მას უნდა განუდგეს“.

„მნიშვნელოვანია, ამერიკის შეერთებულ შტატებთან მუშაობა გავაგრძელოთ მისი ოჯახის წევრების სანქცირების მიზნით იმისთვის, რომ ივანიშვილმა სანქციებისთვის თავის არიდება ოჯახის წევრების გამოყენებით ვერ შეძლოს. ვიცით, რომ მისი ქალიშვილი აშშ-ში ცხოვრობს, გარკვეული ბიზნესები აქვს და დარწმუნებული ვარ, ამერიკის შეერთებული შტატები ამ სანქციების გაფართოებაზე გააგრძელებს მუშაობას. ჩვენ ასევე გავაგრძელებთ მუშაობას ივანიშვილის კრიმინალურ რეჟიმთან შეზრდილ ბიზნესთან იმისთვის, რომ მათი დასანქცირებაც მოხდეს. თუ პატრიოტული შეგრძნებებით არა, თვითგადარჩენის ინსტინქტით მაინც უნდა იხელმძღვანელოს ივანიშვილის კრიმინალურ რეჟიმთან შეზრდილმა ბიზნესმა და ივანიშვილის დანაშაულებრივ, სანქცირებულ რეჟიმს თავის გადარჩენის მიზნით მაინც განუდგეს“, – განაცხადა ბოკუჩავამ.

აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტმა „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარეს, ბიძინა ივანიშვილს სანქციები დაუწესა. ამის შესახებ განცხადებას აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტის უცხოური აქტივების კონტროლის ოფისი (OFAC) ავრცელებს.

განცხადების თანახმად, „როგორც რუსეთთან დაკავშირებულ პირზე, ბიძინა ივანიშვილზე და მის მიერ კონტროლირებულ კომპანიებზე სანქციების შედეგად რიგი შეზღუდვები წესდება. შეზღუდვები ვრცელდება ყველა ტრანზაქციაში, რომელშიც ივანიშვილის მფლობელობაში მყოფი ნებისმიერი კომპანია მიიღებს მონაწილეობას, მიუხედავად იმისა ის მას პირდაპირ თუ არაპირდაპირ აკონტრლებს, ინდივიდუალურად თუ ჯგუფურად, 50%-ს თუ მეტს”.

ამასთან, როგორც აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, ენტონი ბლინკენი აცხადებს, „შეერთებული შტატები ასანქცირებს ბიძინა ივანიშვილს, საქართველოს მმართველი პარტიის, „ქართული ოცნების” დამაარსებელსა და საპატიო თავმჯდომარეს რუსეთის ფედერაციის სასარგებლოდ საქართველოს დემოკრატიისა და ევროატლანტიკური მომავლის ძირის გამოთხრისთვის”.

„ბიძინა ივანიშვილი სანქცირებულია აღმასრულებელი ბრძანება №14024 მუხლი 1(a)(ii)(C)-ის საფუძველზე, ვინაიდან ის არის პასუხისმგებელი ან თანამონაწილე, ან პირდაპირ თუ ირიბად ჩართული, ან მცდელობა გაუწევია ისეთი ქმედებებისა თუ პოლიტიკისთვის, რომელიც ძირს უთხრის დემოკრატიულ პროცესებს ან ინსტიტუტებს როგორც შეერთებულ შტატებში, ისე საზღვარგარეთ, რუსეთის ფედერაციის მთავრობის პირდაპირი თუ ირიბი სარგებლისთვის”, – ნათქვამია განცხადებაში.

გაზიარება36

დაკავშირებული -პოსტები

ფრინველთა არალეგალური სასაკლაოები გამოვლინდა

by მეგა TV
ოქტომბერი 13, 2026
0
ფრინველთა არალეგალური სასაკლაოები გამოვლინდა
მთავარი

სურსათის ეროვნული სააგენტოს აჭარისა და იმერეთის დეპარტამენტების ინსპექტორებმა ფრინველთა არალეგალურ სასაკლაოებს საწარმოო პროცესი შეუჩერეს. დეპარტამენტების მიერ განხორციელებული სახელმწიფო კონტროლის შედეგად დადგინდა რომ ფიზიკურ პირები ნ. მ. (მისამართი: ქობულეთი, დაბა ჩაქვი,...

დაწვრილებითDetails

“ფასები ისე არ იზრდება, როგორც იზრდება პენსია და ხელფასი…”- პაატა კვიჟინაძე

by მეგა TV
ოქტომბერი 13, 2026
0
“ფასები ისე არ იზრდება, როგორც იზრდება პენსია და ხელფასი…”- პაატა კვიჟინაძე
მთავარი

“ფასები ისე არ იზრდება, როგორც იზრდება პენსია და ხელფასი…ჩვენი მთავარი მიზანია, რომ იზრდება. სამჯერ გაიზარდა ბოლო პერიოდში მედიანურიც და ეგ ხელფასი. ამიტომ ეს არის მთავარი და არა ის, რომ რამდენია....

დაწვრილებითDetails

იმერეთში ნარკორეალიზატორი დააკავეს

by მეგა TV
ოქტომბერი 13, 2026
0
რუსთავში ერთ-ერთ ქარხანაში ხარაჩო ჩამოიშალა და მუშები მოიყოლა
მთავარი

შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლისა და იმერეთის პოლიციის დეპარტამენტების თანამშრომლებმა, ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და რეალიზაციის ბრალდებით, სხვადასხვა დროს ორი პირი დააკავეს. მათ შორის ერთი უცხო ქვეყნის მოქალაქეა. "სამართალდამცველების მიერ...

დაწვრილებითDetails

საქართველოდან უცხო ქვეყნის 112 მოქალაქე გააძევეს

by მეგა TV
ოქტომბერი 13, 2026
0
საქართველოდან უცხო ქვეყნის 34 მოქალაქე გააძევეს
მთავარი

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, სამინისტროს შესაბამის დანაყოფებთან კოორდინაციით, ბოლო დღეების განმავლობაში, უცხო ქვეყნის 112 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს. უწყების ცნობით, მიგრაციის დეპარტამენტის მიერ ჩატარებული კომპლექსური ღონისძიებების შედეგად, ქვეყნიდან გაძევებულ...

დაწვრილებითDetails

შუქი გაითიშება – გადაამოწმეთ თქვენი მისამართი

by მეგა TV
ოქტომბერი 13, 2026
0
ხვალ, ვისთან გაითიშება დენი მთელი დღის განმავლობაში – გადაამოწმეთ მისამართები
მთავარი

„ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება. კომპანიის ცნობით, ქსელის გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 13 ოქტომბერს 02:00-იდან 05:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს მცხეთის და დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში: მუხრანი, მთა...

დაწვრილებითDetails

„10 000 ლარი ოჯახის თითოეულ წევრზე“

by მეგა TV
ოქტომბერი 13, 2026
0
17 ნოემბერს, 19 საათზე, პარლამენტის წინ აქცია დაანონსდა სახელწოდებით, “დაიბრუნე ხმა”
მთავარი

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, დევნილთა უზრუნველყოფის დაჩქარების მიზნით, საცხოვრებელი კორპუსების მშენებლობის პარალელურად, ნაცვლად საცხოვრისისა, დევნილი ოჯახების ფულადი კომპენსაციით დაკმაყოფილების პროგრამა ამოქმედდება. პრემიერის განმარტებით, პროგრამაში ჩართვა ნებაყოფლობითი იქნება. რაც შეეხება...

დაწვრილებითDetails

13 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი

by მეგა TV
ოქტომბერი 13, 2026
0
შემოდგომის ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის
მთავარი

ვერძი   ენერგიული და წარმატებული დღე გელით. სამსახურში შესაძლოა საინტერესო შეთავაზება მიიღოთ. მოერიდეთ ნაჩქარევ გადაწყვეტილებებს.   კურო   ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად ხელსაყრელი დღეა. შესაძლოა დამატებითი შემოსავლის შესაძლებლობა გამოჩნდეს. პირად ურთიერთობებში...

დაწვრილებითDetails

რა ღირს გრამი ოქრო საქართველოში?

by მეგა TV
ოქტომბერი 12, 2026
0
ოქროს ფასმა ისტორიული მაქსიმუმი კიდევ ერთხელ გადალახა
მთავარი

მსოფლიო ბირჟებზე ოქროს ფასმა დაიკლო. თბილისის დროით 12:30 საათისთვის 1 უნცია (ცნობისთვის, ტრუას უნცია დაახლოებით, 31 გრამია) ძვირფასი ლითონის ღირებულება 4 179 დოლარი ღირს. დღიურ ჭრილში ძვირფასი ლითონის ფასი 0.43%-ით...

დაწვრილებითDetails

პროკურატურა ინფორმაციას ავრცელებს

by მეგა TV
ოქტომბერი 12, 2026
0
დიდ დიღომში, განზრახ მკვლელობის მცდელობისთვის დაკავებულებს ბრალი წაუყენეს
მთავარი

საქართველოს პროკურატურამ პენიტენციური დაწესებულების თანამშრომლების ფიზიკური შეურაცხყოფის ფაქტებზე 3 მსჯავრდებულს ბრალდება წარუდგინა. ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს. „იუსტიციის სამინისტროს გენერალური ინსპექციის მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 2 ოქტომბერს, სპეციალური პენიტენციური...

დაწვრილებითDetails

ვალუტის განახლებული კურსი

by მეგა TV
ოქტომბერი 12, 2026
0
რა ეღირება დოლარი და ევრო 9 აგვისტოს?
ეკონომიკა

აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.5994 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.5994 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6005 ლარი იყო....

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"