შანხაის ჯანმრთელობის კომისიის უწყების ცნობით, დადასტურდა კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტის განკურნების ფაქტი. გავრცელებული ინფორმაციით, დაავადებული ადამიანი უკვე სრულიად ჯანმრთელია, რომელიც საავადმყოფოდან გაწერეს.
ექვსდღიანი ავადმყოფობის შემდეგ 56 წლის ჩინელ ქალბატონს მკურნალობის ფონზე ორგანიზმში დაზიანებული სასუნთქი სისტემების საგრძნობი გაუმჯობესება აღენიშნებოდა. სისხლის ანალიზმა ინფიცირებულ პაციენტზე დაავადების ნეგატიური მაჩვენებელი დააფიქსირა. ამის შესახებ წერს რუსული მედია.
ჩინური მედიის ცნობით, ვუჰანის მოქალაქე, რომელსაც ძლიერი სიცხისა და დაღლილობის ნიშნები აღენიშნებოდა, 12 იანვარს უმძიმესი მდგომარეობით შანხაიში გადაიყვანეს, სადაც მისი დაუყოვნებილივი ჰოსპიტალიზება მოხდა.
ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, ჩინეთში 23 მილიონი ადამიანია კარანტინის ზონაში მოქცეული, რათა მოხდეს ვირუსის გავრცელების შეჩერება. ჩინეთის ცენტრალურმა ხელისუფლებამ გამოყო 290 მილიონი დოლარი დაავადებასთან საბრძოლველად ვუჰანსა და მიმდებარე ქალაქებში.