ინგრედიენტები
- წიწილა – 1 ცალი
- მკვახე ყურძენი – შეუწამლავი, 2 მტევანი
- მაყვალი – 500 გ
- ქინძი – 1 კონა
- ნიორი – 6 კბილი
- ნიგოზი – 3 ს/კ
- კარაქი – 1 ჩ/კ
- მარილი
- დაფქვილი წითელი წიწაკა
- პიტნა – მოსართავად
წიწილას მოვაყაროთ მარილი და შევწვათ კარაქიან ტაფაზე. მაყვალი და მკვახე ყურძენი გავხეხოთ საცერზე, დავუმატოთ
დანაყილი ნიორი, ქინძი, მარილი, წიწაკა და ნიგოზი. დაჭრილ ქათამს მოვასხათ სოუსი და ცოტა ხანს გავაჩეროთ, შემდეგ
მოვრთოთ პიტნის ფოთლებით.