აშშ-ის ალერგიისა და ინფექციური დაავადებების ეროვნული ინსტიტუტის დირექტორი ენტონი ფაუჩი აცხადებს , რომ დაახლოებით ერთ წელიწადში საჭირო იქნება კორონავირუსის საწინააღმდეგო მესამე, გამაძლიერებელი ვაქცინა.
ფაუჩის აზრით, ორ თვეში ამის თაობაზე უფრო დამაჯერებლად იქნება შესაძლებელი საუბარი, თუმცა დღევანდელი მონაცემებით, ვაქცინაცია ადამიანს ვირუსისგან მინიმუმ 6 თვის განმავლობაში იცავს და ეს საკმარისი დრო არ არის.
“მე ვფიქრობ, რომ ჩვენ თითქმის აუცილებლად მოვითხოვთ გამაძლიერებელ დოზას პირველადი ვაცქინის მიღებიდან ერთ წელში”, – თქვა მან.
გამაძლიერებელი დოზის აუცილებლობის შესახებ ცოტა ხნის წინ კომპანია Pfizer– ის აღმასრულებელმა დირექტორმა ალბერტ ბურლამაც ისაუბრა.
წყარო : https://edition.cnn.com