რუსუდან ლორთქიფანიძეს 26 სექტემბერს 14 საათზე ქუთაისის კონსერვატორიიდან გამოასვენებენ.
სამძიმრის წერილს ავრცელებს აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსტეტი:
“აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი მწუხარებას გამოთქვამს ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ,,საშემსრულებლო ხელოვნების“ საბაკალავრო პროგრამის განხორციელებისა და ადმინისტრირების ჯგუფის ხელმძღვანელის, მუსიკათმცოდნის, მუსიკის საპატიო დოქტორის, რუსუდან ლორთქიფანიძის გარდაცვალების გამო.
ვუსამძიმრებთ ოჯახსა და კოლეგებს!”










