კოლუმბიაში დააკავეს მამაკაცი, რომელიც საბავშვო ბაღში 22 ბავშვის გაუპატიურებაშია ეჭვმიტანილი. ამის შესახებ პრესკონფერენციაზე ქალაქ მედელინის მერმა, დანიელ კვინტერო კალიემ განაცხადა. ამის შესახებ Infobae წერს.
”დაკავენულია ისმაელ დარიო ლოპერა, მეტსახელად მანოლო, რომელზეც ორდერი სექსუალური ძალადობის დანაშაულებისათვის გაიცა”, – განაცხადა მერმა.
Infobae-ს ინფორმაციით, მანოლო საბავშვო ბაღში მზარეულის ასისტენტად მუშაობდა.
მამაკაცს საბავშვო ცენტრ Pequeños Explorers-ის, სულ მცირე, 22 ბავშვის გაუპატიურებაში ადანაშაულებენ, რომელთა ასაკი 4 წელს არ აღემატება.










