LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
კახა კალაძე

გუშინ, კიდევ ერთხელ დამტკიცდა, რომ „ქართულ ოცნებას“ ქვეყანაში ძალიან დიდი მხარდაჭერა აქვს – ეს იყო „მესიჯი“, არა მხოლოდ ქვეყნის შიგნით, ასევე ქვეყნის გარე ძალებისთვის, რომ ხალხს სურს მშვიდობა, ეკონომიკური განვითარება – კახა კალაძე

დაპოსტა 2024/10/24-ში
A A
18
ნახვა
გაზიარება

გუშინ, კიდევ ერთხელ დამტკიცდა, რომ „ქართულ ოცნებას“ ქვეყანაში ძალიან დიდი მხარდაჭერა აქვს – ეს იყო „მესიჯი“, არა მხოლოდ ქვეყნის შიგნით, ასევე ქვეყნის გარე ძალებისთვის, რომ ხალხს ქვეყანაში სურს მშვიდობა, სიმშვიდის შენარჩუნება, – ასე შეაფასა “ქართული ოცნების” გენერალურმა მდივანმა, კახა კალაძემ თბილისში, „ქართული ოცნების“ წინასაარჩევნო კამპანიის დასკვნითი ღონისძიება.

მისივე თქმით, ქვეყნის მოსახლეობა 26 ოქტომბერს “ყველა რადიკალს შესაბამის პასუხს გასცემს”.

“გუშინ, კიდევ ერთხელ დამტკიცდა, რომ “ქართულ ოცნებას” ქვეყანაში ძალიან დიდი მხარდაჭერა აქვს. ასიათასობით ადამიანი იყო გამოსული და ეს იყო “მესიჯი”, არა მხოლოდ ქვეყნის შიგნით, ასევე ქვეყნის გარე ძალებისთვის, რომ ხალხს ქვეყანაში სურს მშვიდობა, სიმშვიდის შენარჩუნება, ეკონომიკური განვითარება, წინსვლა და ღირსებით გვინდა ევროპული მომავალი. მე მინდა ყველა იმ ადამიანს მადლობა გადავუხადო, ვინც გუშინ მოსული იყო, ასევე, მათთაც ვისაც სურვილი ჰქონდათ და გარკვეული მიზეზების გამო ვერ მოვიდა. მთავარია, რომ ვიყოთ მაქსიმალურად მობილიზებულები და 26 ოქტომბერს უნდა ვთქვათ ჩვენი სიტყვა – რაც სჭირდება ჩვენს ქვეყანას, ამ ქვეყნის მომავალს, მშვიდობას და ქვეყნის განვითარებას.

ჩვენ მათ {ოპოზიციას} ვერ შევცვლით. ეს მათ დნმ-შია – ბულინგი, ხალხის კვლა, წამება, გაუპატიურება. გამორიცხულია, რომ ეს ადამიანები შეიცვალონ. ხელისუფლებაში ყოფნის დროს, მათ აჩვენეს ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებს და მთელ მსოფლიოს, როგორი არ უნდა იყოს ხელისუფალი და დღეს ოპოზიციაში იმყოფებიან – რადიკალური დაჯგუფებაა, ყველაზე ბოროტი ძალა, რომელიც მზად არის შეასრულოს გარედან ყველა სიბინძურე, დავალება, ქვეყნის წინააღმდეგაც კი. ჩვენ 2008 წლის კარგი მაგალითი გვაქვს. რამხელა ბოროტება ჩაიდინეს – ეს იყო მოღალატეობრივი აქტი. ყველაფერს შესაბამისი პასუხი გაეცემა, არავის არ ეშინია, არც მათი ბულინგის, შეურაცხყოფების. ჩვენი ქვეყნის მოსახლეობა 26 ოქტომბერს ყველა რადიკალს შესაბამის პასუხს გასცემს. რადიკალიზმის დრო ქვეყანაში დამთავრდა, ბოროტება და მოძალადეები ვერასდროს ვერ გაიმარჯვებს. ქვეყანაში იქნება მშვიდობა, სიმშვიდე და მოხდება ამ ქვეყნის განვითარება და წინსვლა”, – განაცხადა კალაძემ.

გარდა ამისა, კალაძე ოპოზიციის წარმომადგენლების კრიტიკას გამოეხმაურა, რომლებიც აცხადებენ, რომ “ქართული ოცნებამ” თბილისში, წინასაარჩევნო კამპანიის დასკვნით ღონისძიებაზე მოსახლეობა რეგიონებიდან მათი ნების საწინააღმდეგოდ ჩამოიყვანა და აღნიშნა, რომ “ეს არის ოპოზიციის ბინძური კამპანია”.

„არ ვიცი, ადამიანი ძალით როგორ უნდა წამოიყვანო?! – უბრალოდ წარმოუდგენელია, შეუძლებელია. ეს უბრალოდ არის მათი {ოპოზიციის} ბინძური კამპანია და ეს არ არის პირველი შემთხვევა, ყოველთვის ამას აკეთებენ. ჯერ იყო და რეგიონებიდან ხალხი მოჰყავთო, როდესაც დაანონსებული გვქონდა, რომ მთელი საქართველო იკრიბებოდა, ამაში ცუდი რა არის?! ჩვენი მხარდამჭერები, პარტიის წევრები არიან და უამრავი ადამიანი შეკრებილი, გამოსული იყო. ასე რომ, მათ ბინძურ პროპაგანდას, შეურაცხყოფას არსებითი მნიშვნელობა არ აქვს. ქართველი ხალხი თავის სათქმელს 26 ოქტომბერს იტყვის”, – განაცხადა კალაძემ.

გაზიარება7

დაკავშირებული -პოსტები

მსჯავრდებულმა გიორგი დავითაძემ გადაყლაპა გაურკვეველი მცირე საგანი – პენიტენციური განცხადებას ავრცელებს

by მეგა TV
ოქტომბერი 5, 2026
0
სპეციალური პენიტენციური სამსახური განცხადებას ავრცელებს
მთავარი

2026 წლის 4 ოქტომბერს, 21:12 საათზე მსჯავრდებულმა გიორგი დავითაძემ №6 პენიტენციური დაწესებულების ადმინისტრაციის თანამშრომელს დაუძახა და მის თვალწინ, სამეთვალყურეო ვიდეოკამერის დასანახად, დემონსტრაციულად, გადაყლაპა გაურკვეველი მცირე საგანი პენიტენციური სამსახური - მსჯავრდებულმა...

დაწვრილებითDetails

გარდაბანში ახალგაზრდა კაცი მოკლეს – დაკავებულია 1 პირი

by მეგა TV
ოქტომბერი 4, 2026
0
ბათუმში ავარიის შედეგად 2 ადამიანი დაშავდა
მთავარი

გარდაბანში ახალგაზრდა კაცი მოკლეს. შემთხვევა ცოტა ხნის წინ სოფელ ნაზარლოში მოხდა. როგორც ადგილობრივი მედია წერს, 35 წლის კაცს ჭრილობები მიაყენეს, რის შემდეგაც ის ადგილზე დაიღუპა. ბრალდებული მანქანის სახურავზე აძვრა და...

დაწვრილებითDetails

მოსკოვში ბიზნესმენ მამუკა წერეთლის ყოფილი ცოლი და 19 წლის შვილი მოკლეს

by მეგა TV
ოქტომბერი 4, 2026
0
მოსკოვში ბიზნესმენ მამუკა წერეთლის  ყოფილი ცოლი და 19 წლის შვილი მოკლეს
მთავარი

მოს­კოვ­ში, ჟუ­ლე­ბი­ნის ბულ­ვარ­ზე მდე­ბა­რე ბი­ნა­ში, 53 წლის ელე­ნა წე­რეთ­ლის და­ნა­წევ­რე­ბუ­ლი ცხე­და­რი იპო­ვეს. ქალი რამ­დე­ნი­მე დღის გან­მავ­ლო­ბა­ში ოჯა­ხის წევ­რებს არ და­კავ­ში­რე­ბია, რის გა­მოც მის­მა დამ ინერ­ვი­უ­ლა და დახ­მა­რე­ბის­თვის სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებს მი­მარ­თა.  ...

დაწვრილებითDetails

სროლა თბილისში – რა მოხდა ადგილზე

by მეგა TV
ოქტომბერი 4, 2026
0
“მეზობლებს ხშირად ესმოდათ კივილისა და ბავშვის ტირილის ხმა…” – დააკავეს ქალი, რომელმაც 6 წლის შვილს თავი მოკვეთა (უცხოეთი)
მთავარი

თბილისში ახალგაზრდა კაცმა საკუთარი ცეცხლსასროლი იარაღით თვითდაზიანება მიიღო. არსებული ინფორმაციით, შემთხვევა ცოტა ხნის წინ ხილიანის ქუჩაზე მოხდა. დაჭრილი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფმა კლინიკაში გადაიყვანა და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება....

დაწვრილებითDetails

პატიმრის გარდაცვალებაზე პენიტენციური განცხადებას ავრცელებს

by მეგა TV
ოქტომბერი 4, 2026
0
მოედება მთელს ციხეს – გეგუთის ციხეში 90 პატიმარი ინფიცირებულია
მთავარი

სპეციალური პენიტენციური სამსახური მწუხარებას გამოთქვამს №17 პენიტენციურ დაწესებულებაში მსჯავრდებულის გარდაცვალების გამო და სამძიმარს უცხადებს გარდაცვლილის ოჯახის წევრებსა და ახლობლებს.   მათი თქმით, მსჯავრდებული ი. გ. თანამესაკნემ დილით საპირფარეშოში ჩამომხრჩვალი იპოვა....

დაწვრილებითDetails

ციხეში პატიმარი გარდაცვლილი იპოვეს

by მეგა TV
ოქტომბერი 4, 2026
0
გეგუთის დაწესებულებაში  პატიმარს, რომელსაც 7 წლის შვილი გარდაეცვალა დაკრძალვაზე არ უშვებენ
მთავარი

პენიტენციურმა სამსახური ადასტურებს, რომ პატიმარი რუსთავის ციხეში გარდაცვლილი ნახეს. პენიტენციური განმარტავს, რომ გარდაცვალების მიზეზი სუიციდია და გამოძიებაც შესაბამისი მუხლით მიმდინარეობს. შეგახსენებთ, რომ რუსთავის პენიტენციურ დაწესებულებაში პატიმარი გარდაცვლილი იპოვეს. ამის შესახებ...

დაწვრილებითDetails

გარდაიცვალა ქუთაისელი მუსიკოსი გიორგი დალაქიშვილო

by მეგა TV
ოქტომბერი 4, 2026
0
დაუდგინდა მძიმე პროგრესირებადი დაავადებაა – ქუთაისელ მუსიკოსს საზოგადოების დახმარება სჭირდება
მთავარი

გარდაიცვალა ცნობილი, ყველასთვის საყვარელი ქუთაისელი მუსიკოსი გიორგი დალაქიშვილი. ის ბოლო პერიოდში მძიმე სენს ებრძოდა. გასულე წელს გიორგი დალაქიშვილს მძიმე პროგრესირებადი დაავადება დაუდგინდა. ქუთაისელი მუსიკოსი და DJ გიო დალაქიშვილი, მეგობრებისთვის ცნობილი...

დაწვრილებითDetails

4 მუნიციპალიტეტში შუალედური არჩევნების მიმდინარეობაზე ცესკო ინფორმაციას ავრცელებს

by მეგა TV
ოქტომბერი 3, 2026
0
საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები შეიკრიბნენ
მთავარი

საქართველოს 4 მუნიციპალიტეტში შუალედური არჩევნების მიმდინარეობაზე ცესკო ინფორმაციას ავრცელებს. როგორც ცესკო-ში გამართულ ბრიფინგზე ცესკოს-ს სპიკერმა ნათია იოსელიანმა განაცხადა, საარჩევნო პროცესს აკვირდება 7 ადგილობრივი ორგანიზაციის 56 დამკვირვებელი, ხოლო პროცესს აშუქებს 8...

დაწვრილებითDetails

3 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი

by მეგა TV
ოქტომბერი 3, 2026
0
შემოდგომის ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის
მთავარი

ვერძი   აქტიური დღე გელით. შესაძლოა მოულოდნელად მოგიწიოთ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღება. ფინანსურ საკითხებში სიფრთხილე გამოიჩინეთ.   კურო   ყურადღება ურთიერთობებზე გადაიტანეთ. გულწრფელი საუბარი დაგეხმარებათ გაუგებრობის მოგვარებაში. საღამოს სასიამოვნო ამბავია მოსალოდნელი....

დაწვრილებითDetails

3 ოქტომბრის ამინდის პროგნოზი

by მეგა TV
ოქტომბერი 3, 2026
0
როდის გამოიდარებს საქართველოში
მთავარი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, დღეს საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. დასავლეთ საქართველოში - უმეტეს რაიონში წვიმა, ზოგან შესაძლებელია ძლიერი და ელჭექი. დასავლეთის ქარი 10-15 მ/წმ, დღისით ზოგან ძლიერი 17-22მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დაბლობში...

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"