გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ არაშენდაში 42 წლამდე მამაკაცი მოკლეს.
ადგილობრივების ინფორმაციით, ლევან იაგანაშვილს მეზობელმა სასიკვდილო ჭრილობები ცივი იარაღით მიაყენა.
არსებული ინფორმაციით, თანასოფლელები არაშენდას მიმდებარედ, მინდორში ქეიფობდნენ და მხარეებს შორის დაპირისპირება სწორედ იქ მოხდა.