გრიპით გარდაცვალების ორი ფაქტი გვქონდა – თენგიზ ცერცვაძე

21
ნახვა

“ამ სეზონზე გრიპით გარდაცვალების ორი ფაქტი გვქონდა, ხოლო “კოვიდით” გარდაცვალება საერთოდ არ გვქონია” – ამის შესახებ ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრის დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ, საზოგადოებრივ მაუწყებელთან განაცხადა.

მისი თქმით, ბოლო პერიოდში რესპირატორული ვირუსების მატება აღინიშნება მსოფლიოში და არც საქართველოა გამონაკლისი. როგორც ცერცვაძე ამბობს, ეს მატება მოსალოდნელი იყო და მდგომარეობა საგანგაშო არაა.

“საქართველოში რესპირატორული ინფექციების დღევანდელი დონე შეესაბამება იმას, რაც იყო წლების მანძილზე, თუ არ ჩავთვლით კოვიდის სამ წელს. მოსახლეობა ხშირად ზედმეტად განიცდის ახლანდელ მატებას, რადგან მიეჩვია, კოვიდის პანდემია როდესაც იყო, რესპირატორული ვირუსები ძალიან ცოტა იყო. კოვიდის დროს სახელმწიფოს ჰქონდა ძლიერი საპასუხო ზომები, ეს იყოს პირბადე, საზოგადოებრივ ადგილებში თავშეყრისგან თავის შეკავება, არ იყო კონცერტები, სპორტული ღონისძიებები, ქორწილები-ქელეხები შეზღუდული იყო, ეს კოვიდის პრევენციისთვის თუ იყო საჭირო, ამავე დროს ხდებოდა რესპირატორული ვირუსების პრევენცია, პრაქტიკულად არ იყო რესპირატორული ვირუსები. კოვიდზე შეზღუდვები როდესაც მოიხსნა, ამ ინფექციებმა მოიმატა და დაუბრუნდა თავის პირვანდელ დონეს, მეტი არაფერი. არაფერი საგანგაშო სიტუაცია არ არის, გადაჭარბებულია ზედმეტი აჟიტირება და ემოციები, თითქოს ადგილები არ არის კლინიკებში, რამდენიც გინდათ, იმდენი ადგილია. შესაძლოა, ერთი-ორი პედიატრიული კლინიკა ერთი-ორი დღით გადაიტვირთა, მაგრამ ამაში საპანიკო არაფერია, ის გადაიტვირთა, სხვა კლინიკებია. ასე რომ, ჩვეულებრივი სიტუაციაა ამ სეზონისთვის დამახასიათებელი” – თქვა ცერცვაძემ.

ცერცვაძე ასევე ამბობს, რომ რესპირატორულმა ინფექციებმა, შესაძლოა, თებერვალ-მარტში მოიმატოს.

“სწავლა ახლახან განახლდა და ჯერჯერობით ძნელია თქმა მოიმატა, თუ არა შემთხვევებმა, ჩვენ ჯერ არ შეგვიმჩნევია. ზოგადად, რესპირატორულ ინფექციებს ორი პიკი აქვს, ნოემბერი-დეკემბერი და თებერვალი-მარტი. ასე რომ, თებერვალ-მარტში შეიძლება, მოიმატოს, მაგრამ სავალდებულო არ არის. შეიძლება, არც მოიმატოს, რომც მოიმატოს, არაფერი ამაში ექსტრაორდინარული და საგანგაშო არ იქნება, რამეთუ საქართველოში ძალიან კარგად იმართება რესპირაციული ინფექციები. ამას მოწმობს ის ფაქტი, რომ სადღეისოდ ერთ-ერთი ყველაზე დაბალია გარდაცვალებათა რაოდენობა საქართველოში როგორც კოვიდის დროს, ისე სხვა რესპირაციული ინფექციების. მაგალითად, გრიპის დროს. გრიპით მატების დროს სულ გვქონდა ამ სეზონზე გარდაცვალების ორი ფაქტი დასავლეთ საქართველოში. ხოლო “კოვიდით” გარდაცვალება საერთოდ არ გვქონია. ეს ცალსახად მიუთითებს, რომ საქართველოში განსაკუთრებული არაფერი ხდება რესპირაციული ინფექციების მხრივ. მეორე, თუ არის მატება და სიჭარბე, ის ძალიან კარგად იმართება. კოვიდმა რაღაცა კარგი კვალი დატოვა, ეს არის ის, რომ მან ხელი შეიწყო ჯანდაცვის სისტემის გაძლიერებას. კერძოდ, რესპირაციული ინფექციების მართვის კუთხით. ეს ეხება როგორც ინტელექტუალურ დონეს, ისე ინფრასტრუქტურას. მკვეთრად ამაღლდა ექიმების მომზადების დონე, მათ შორის ყველა სუსტი რგოლი საქართველოში იყო ოჯახის ექიმები და დაინერგა ახალი მეთოდები, შეიქმნა სისტემური მიდგომები ამ რესპირაციული ვირუსების მართვით კუთხით. ყველაფერი ამის დადებით შედეგს ვიმკით ახლა. მიუხედავად სერიოზული მატებისა და საკმაოდ მძიმე ფორმების საკმაო სიხშირისა, ჯანდაცვის სექტორი ამას ძალიან კარგად უმკლავდება მინიმალური დანაკარგებით. ახლა აცრას აზრი მაინც აქვს. ოპტიმალური დრო აცრის არის ოქტომბერ-ნოემბერი. აცრის შემდგომ იმუნიტეტი იწყებს გამომუშავებას ორი კვირის შემდეგ. თუმცა პიკს ერთ ან ორი თვის მერე აღწევს. ახლა კლასიკურად აცრისთვის დაგვიანებულია, მაგრამ ჩვენ ხომ ვამბობთ, რომ თებერვალ-მარტში მეორე პიკია მოსალოდნელი, ასე რომ, აცრას აზრი აქვს, რათა თებერვალ-მარტის პიკს შევხვდეთ კარგი იმუნიტეტით”, –  ამბობს ცერცვაძე.

დაკავშირებული -პოსტები

გავრცელებულ ინფორმაციას რომ, ბავშვები წყალტუბოს ბაღშიც მოიწამლნენ არ ადასტურებს წყატუბის ბაღების გაერთიანება

გავრცელებულ ინფორმაციას რომ, ბავშვები წყალტუბოს ბაღშიც მოიწამლნენ არ ადასტურებს წყატუბის ბაღების გაერთიანება განვმარტავთ,რომ მედიაკომპანია "მთავარის" გვერდზე გავრცელდა ინფორმაცია ა(ა) იპ "წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაღების გაერთიანების" N 4 საბავშვო ბაგა-ბაღის აღსაზრდელთა...

დაწვრილებითDetails

ექიმ გიორგი ჩახუნაშვილსა და ზაქრო ალბუთაშვილს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდათ

4 ოქტომბრის საქმეზე მსჯავრდებულებს - ექიმ გიორგი ჩახუნაშვილსა და ზაქრო ალბუთაშვილს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდათ. საპროცესო შეთანხმების მიხედვით, ზაქრო ალბუთაშვილმა აღიარა ჩადენილი დანაშაული და მას 4 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა, საიდანაც...

დაწვრილებითDetails

ძალიან მნიშვნელოვანი გაფრთხილება „კრისტალურ მეტადონთან“ დაკავშირებით!!!! – ზურა სიხარულიძე

ზურა სიხარულიძე: ძალიან მნიშვნელოვანი გაფრთხილება „კრისტალურ მეტადონთან“ დაკავშირებით!!!! ბოლო პერიოდში ჩემამდე მოვიდა ინფორმაცია და მომართა პაცენტებმა რამდენიმე მძიმე შემთხვევის შესახებ, მათ შორის ზედოზირების და თრომბოზული/თრომბოფლებიტური გართულებების შესახებ, რომლებიც სავარაუდოდ დაკავშირებულია...

დაწვრილებითDetails

პაპუაშვილი ამტკიცებს, რომ არმაზ ახვლედიანის სკოლაში ადამიანებს “ტვინს ურეცხავენ”

არმაზ ახვლედიანის პოლიტიკურ პროექტს აფინანსებენ იმისთვის, რომ ადამიანებს თავიანთი იდეოლოგიურ-პოლიტიკური მოსაზრებებით ტვინი გამოურეცხონ - განცხადება ამის შესახებ შალვა პაპუაშვილმა თბილისის პოლიტიკური სწავლების სკოლასთან დაკავშირებით გააკეთა, რომელსაც არმაზ ახვლედიანი ხელმძღვანელობს და...

დაწვრილებითDetails

თუ დადგინდა, რომ დარღვეულია კანონმდებლობა, ამაზე შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება გვექნება – ირაკლი კობახიძე თბილისის პოლიტიკური სწავლების სკოლაზე

თუ საბოლოოდ დადგინდა, რომ დარღვეულია კანონმდებლობა, ამაზე შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება გვექნება - ბოლომდე დავინტერესდებით, რასთან გვაქვს საქმე, - ასე ეხმაურება პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე თბილისის პოლიტიკური სწავლების სკოლის ფარგლებში მიმდინარე სემინარს, რომელიც დიპლომატების მონაწილეობით...

დაწვრილებითDetails

შესაბამისმა უწყებებმა უნდა გაარკვიონ მიზეზი, იყო თუ არა კონკრეტული კომპანიის ან კომპანიების ბრალეულობა – ამ შემთხვევაში პასუხისმგებლობაც დადგება – ირაკლი კობახიძე ბაღებზე

როგორც ჩანს, კონკრეტული პრობლემა იყო, თუმცა, მოვლენებს წინ ვერ გავუსწრებ - მთავარია, შესაბამისმა უწყებებმა გაარკვიონ მიზეზი, იყო თუ არა კონკრეტული კომპანიის, ან კომპანიების ბრალეულობა. ამ შემთხვევაში, პასუხისმგებლობაც დადგება, - ამის შესახებ...

დაწვრილებითDetails

სწრაფად უნდა ამოიღონ ნარჩენი საკვების ნიმუშები, რათა არ მოასწრონ ნარჩენების განადგურება და ჰიგიენური მახასიათებლების მოწესრიგება – ასევე, უნდა გაირკვეს, მოსახლეობის სხვა ჯგუფების მიმართვაც ხომ არ გაიზარდა კლინიკებში მსგავსი სიმპტომებით – მაია ბუწაშვილი

სწრაფად უნდა მოხდეს ნარჩენი საკვების ნიმუშების ამოღება როგორც საბავშვო ბაღებიდან, ასევე ცენტრალური მიმწოდებლის სამზარეულოებიდან, რათა არ მოასწრონ ნარჩენების განადგურება და ჰიგიენური მახასიათებლების მოწესრიგება - ასევე, უნდა გაირკვეს, საბავშვო ბაღების გარდა, გასული...

დაწვრილებითDetails

ბაგა-ბაღების მართვის სააგენტო ასახელებს ბაღებს, რომლებიც დაიხურა

თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტო განმარტავს, რომელი ბაღები დაიკეტა სავარაუდო ინტოქსიკაციის გამო. როგორც თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტომ „ინტერპრესნიუსს“ აცნობა, სავარაუდო ინტოქსიკაციის გამო დაკეტილი 7 ბაღია: 49-ე ბაგა-ბაღი; 22-ე ბაგა-ბაღი;...

დაწვრილებითDetails

“მითი იმაზე, რომ ყოველდღიურად მოწმდება პროდუქტები, თქვენს შვილებს მოუყევით ზღაპრად, აგვიხსენით, რომელი კომპანია, რას და სად წარმოებულს აჭმევს ჩვენს შვილებს”

თბილისის მერიის ყოფილი თანამშრომელი, თაია მახარაშვილი კახა კალაძის უწყებისგან ითხოვს, გასაჯაროვდეს რომელი კომპანია, რას და სად წარმოებულს აჭმევს ბაგა-ბაღებში ბავშვებს. "მითი იმაზე, რომ ყოველდღიურად მოწმდება პროდუქტები, თქვენს შვილებს მოუყევით ზღაპრად" -...

დაწვრილებითDetails

დღეს წმიდა იოანე ნათლისმცემლის მშობლები ხსენების დღეა

18 სექტემბერს წმიდა იოანე ნათლისმცემლის მშობლების, წინასწარმეტყველი ზაქარიასა და მართალი ელისაბედის ხსენების დღეა წმიდა წინასწარმეტყველი ზაქარია და მართალი ელისაბედი, უფლის წინასწარმეტყველის, წინამორბედისა და ნათლისმცემლის, იოანეს მშობლები, აარონის მოდგმისანი იყვნენ: წმიდა...

დაწვრილებითDetails

კატეგორიები