LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
გრენლანდიის ყინულის საფარის დნობის შედეგად დიდი რაოდენობით ვერცხლისწყალი გამოიყოფა

გრენლანდიის ყინულის საფარის დნობის შედეგად დიდი რაოდენობით ვერცხლისწყალი გამოიყოფა

დაპოსტა 2021/06/10-ში
A A
61
ნახვა
გაზიარება
გრენლანდიის ყინულის საფარის დნობის შედეგად, კუნძულის მდინარეებსა და ფიორდებში წარმოუდგენლად დიდი ოდენობით ვერცხლისწყალი გამოიყოფა.
3 მყინვარის ნადნობი წყლის ჩადინების ადგილებში მკვლევრებმა აღმოაჩინეს, რომ სანაპირო ეკოსისტემები ჩაფლულია ამ მძიმე ლითონის მაღალ კონცენტრაციაში, რასაც კვების ჯაჭვის ტოქსიკურ დონემდე აყვანა შეუძლია.
გრენლანდიის სამ მყინვარულ მდინარესა და სამ ფიორდში აღმოჩენილი ვერცხლისწყლის რაოდენობა ყველაზე უარესია მთელ ისტორიაში. უფრო მეტიც, მკვლევართა განცხადებით, იქ არსებული კონცენტრაციები ზუსტად იგივეა, რაც ჩინეთის ინდუსტრიულ ზონების დაბინძურებულ წყლებში, რომლებზეც მოდის მსოფლიოს ვერცხლისწყლით დაბინძურების დაახლოებით ერთი-მესამედი.
გრენლანდია დნობას ამდრომდე ჩვენი ყველაზე უარესი სცენარით აგრძელებს, ექსპერტები შიშობენ, რომ გარემოში შეიძლება კიდევ უფრო დიდი ოდენობით გამოიყოს ყინულებში ჩაჭედილი ელემენტი ვერცხლისწყალი (Hg).
ვერცხლისწყალი ფართოდ გავრცელებული ელემენტია, რომელიც გამოიყოფა ტყის ხანძრების, ვულკანური ამოფრქვევებისა და ეროზიის შედეგად. გასული 150 წლის განმავლობაში, ატმოსფეროში კიდევ უფრო დიდი ოდენობით ეს დამაბინძურებელი გაუშვა სამრეწველო საქმიანობამაც.
თანდათანობით ზემოდან ქვემოთ დაშვებისას, ეს ელემენტი ერთი ორგანიზმიდან მეორეს გადაეცემა და თანდათან კვების ჯაჭვში კონცენტრირდება.
არქტიკის ზონაში ცხოველებსა და ადამიანებს დიდი შანსი აქვთ, რომ საკვებითა და წყლით ვერცხლისწყლის ტოქსიკური რაოდენობა მიიღონ, რადგან გლობალურ ცირკულაციას ეს მძიმე ლითონები ჩრდილოეთით მიაქვს.
გარდა ამისა, ვერცხლისწყლის გაზრდილი რაოდენობა ილექება მყინვარებში, თოვლსა და ყინულში, საიდანაც ის შემდეგ შეიძლება მოხვდეს ადგილობრივ წყლებში ან ისევ ატმოსფეროში ავიდეს.
დნობადი მყინვარებიდან ვერცხლისწყლის საშუალო ოდენობით გამოყოფაზე წინა კვლევებიც მიუთითებდა, მაგრამ გრენლანდიაში აღმოჩენილი კონცენტრაცია იმაზე ორჯერ მეტია, ვიდრე მეცნიერებმა არქტიკის სხვა მდინარეებში დააფიქსირეს.
გამომდინარე იქიდან, რომ დიდი ოდენობით ვერცხლისწყალი იმ რეგიონში აღმოაჩინეს, სადაც მრეწველობა არ არის, მეცნიერები ვარაუდობენ, რომ მაღალი კონცენტრაციის მიზეზი სამრეწველო წყაროები არ არის. მათი აზრით, ის შეიძლება გამოიყოფოდეს გრენლანდიის ყინულის საფარის ქვეშ მიმდინარე ქანების ეროზიის შედეგად, რომელიც ვერცხლისწყლით ბუნებრივად არის მდიდარი და კლიმატის ცვლილებასთან ერთად, იქ არსებული ელემენტებიც თავისუფლდება.
თუ ეს ვარაუდი სწორია, გრენლანდია შეიძლება ვერცხლისწყლის ბუნებრივი გამოყოფის დიდი, მაგრამ უგულებელყოფილი წყარო იყოს, სადაც ეს ელემენტი ათასწლეულების განმავლობაშია ჩაჭედილი. იმ შემთხვევაშიც კი, თუ მრეწველობის შედეგად მერკურის გამოყოფას ხვალვე შევამცირებთ, ამ ყინულის სწრაფმა დნობამ შეიძლება აზრი დაუკარგოს ამ მძიმე მეტალით დაბინძურების წინააღმდეგ მიმართულ ადამიანთა ძალისხმევას.
მკვლევართა აზრით, გრენლანდიის ყინულის საფარის დნობამ უკვე მიაღწია გარდამტეხ მომენტს, რომლის იქითაც, კუნძულის ყინულის უმეტესი ნაწილი დნობისთვის არის განწირული. როგორც პირველადი კვლევები მიუთითებს, მყინვარების გაქრობასთან და მათ ქვეშ ძირეული ქანების გამოჩენასთან ერთად, ვერცხლისწყლის რაოდენობა ატმოსფეროშიც გაიზრდება.
ვერცხლისწყალი მოედინება კლიმატისადმი მგრძნობიარე გარემოებიდანაც, მაგალითად, მყინვარები შეიძლება ამ ელემენტის ისეთი წყარო იყოს, რომლის მართვაც გაცილებით რთულია. გამომდინარე იქიდან, რომ გრენლანდია ზღვის პროდუქტების უდიდესი ექსპორტიორია და ეს რეგიონი ძვირფასი საზღვაო ეკოსისტემების სამშობლოა, აუცილებელია, სასწრაფოდ გავერკვეთ, რა ხდება იქ რეალურად…
გაზიარება24

დაკავშირებული -პოსტები

ვაკეში მოკლული ვახტანგ ჩიქოვანია- პენსიონერის სიძის პირველი კომენტარი

by მეგა TV
ნოემბერი 18, 2026
0
ბათუმში მეეზოვეს მანქანა დაეჯახა და დაიღუპა
მთავარი

მოკლული 80 წლამდე კაცი ვახტანგ ჩიქოვანია. მისი ახლობლები და ოჯახის წევრები ამ წუთებში ყიფშიძის ქუჩაზე, მკვლელობის ადგილზე იმყოფებიან. როგორც მოკლულის სიძე, დათო შელია მედიასთან ამბობს, ვახტანგ ჩიქოვანი ყიფშიძეზე იმ კორპუსში არ ცხოვრობს,...

დაწვრილებითDetails

ვაკეში, ყიფშიძის ქუჩაზე მოკლული 80 წლის მამაკაცია

by მეგა TV
ნოემბერი 18, 2026
0
სოფელ ახალშენში ჯარისკაცი გარდაცვლილი იპოვეს
მთავარი

ვაკეში, ყიფშიძის ქუჩაზე მოკლული 80 წლის კაცია. არსებული ინფორმაციით, მას ჭრილობა დანით აქვს მიყენებული. შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, მკვლელობა ცხელ კვალზე გაიხსნა. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც...

დაწვრილებითDetails

ვალუტის განახლებული კურსი

by მეგა TV
ნოემბერი 18, 2026
0
ეროვნულმა ბანკმა დოლარის და ევროს ახალი კურსი გამოაქვეყნა
ეკონომიკა

აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.5927 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.5927 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.5928 ლარი იყო....

დაწვრილებითDetails

“ნუ დამაბრალებთ იმას, რასაც სახელმწიფო ბრალდებაც კი არ მედავება” – პაატა მანჯგალაძ ეევა გოცირიძეს

by მეგა TV
ნოემბერი 18, 2026
0
ეს არის ქრისტიანული ქვეყნის შეურაცხყოფა – პაატა მანჯგალაძე ლგბტ თემთან დაკავშირებულ ინიციატივაზე
მთავარი

პატიმრობაში მყოფი პოლიტიკოსი, პაატა მანჯგალაძე საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეებს, მათ შორის მოსამართლე ევა გოცირიძეს მიმართავს, „ნუ დააბრალებენ იმას, რასაც სახელმწიფო ბრალდებაც კი არ ედავება“. როგორც პაატა მანჯგალაძე განმარტავს, არათუ 4 ოქტომბრის...

დაწვრილებითDetails

” თავისუფლებაზე მყოფებს გთხოვთ, 23 ნოემბერს ბათუმში შევიკრიბოთ საკონსტიტუციო სასამართლოსთან” -ლევან ხაბეიშვილი

by მეგა TV
ნოემბერი 18, 2026
0
მაშინ, როდესაც ხალხს უკიდურესად უჭირს და ეს პრობლემები არ გაღელვებს, ცდილობ მოსახლეობას შესთავაზო სანახაობა, ძალადობა, თავდასხმა – ჩემი გულწრფელი მხარდაჭერა ნიკა მელიას! -ლევან ხაბეიშვილი
მთავარი

თავისუფლებაზე მყოფებს გთხოვთ, 23 ნოემბერს, 18:00 საათზე, ბათუმში შევიკრიბოთ საკონსტიტუციო სასამართლოსთან! შეუძლებელია ბათუმში არ აღვნიშნოთ ეს დღე! - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი, ლევან ხაბეიშვილი ციხიდან გავრცელებულ წერილში წერს....

დაწვრილებითDetails

ავარიის შედეგად 4 ადამიანი დაშავდა

by მეგა TV
ნოემბერი 18, 2026
0
“ორი შვილის თვალწინ იარაღით მოკლა”-ახალგაზრდა კაცმა ყოფილი ცოლი და სიდედრი მოკლა
მთავარი

ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ხუცუბანში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ოთხი ადამიანი დაშავდა - ინფორმაციას ამის შესახებ ინტერპრესნიუსი ავრცელებს. მათივე ცნობით, ისინი სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ქობულეთის ბრიგადამ კლინიკა „ევექსში” გადაიყვანა. დაშავებულების ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა....

დაწვრილებითDetails

ოქროს და ვერცხლის ფასი მცირდება

by მეგა TV
ნოემბერი 18, 2026
0
ოქროს ფასმა ისტორიული მაქსიმუმი კიდევ ერთხელ გადალახა
ეკონომიკა

მსოფლიო ბირჟებზე ოქროს და ვერცხლის ფასი მცირდება. თბილისის დროით 12:30 საათისთვის 1 უნცია (ცნობისთვის, ტრუას უნცია დაახლოებით, 31 გრამია) 3 768 დოლარი ღირს. ეს კი დღიურ ჭრილში ძვირფასი ლითონის ფასის...

დაწვრილებითDetails

ვაკეში მკვლელობა მოხდა

by მეგა TV
ნოემბერი 18, 2026
0
კახეთში დასუფთავების სამსახურის თანამშრომელს მანქანა დაეჯახა
მთავარი

ცოტა ხნის წინ მკვლელობა მოხდა ვაკეში - "პირველების" ინფორმაციით, ყიფშიძის ქუჩაძე მოკლულია ერთი ადამიანი. მათივე ცნობით, ასევე დაჭრილია ორი პირი. ამ წუთებში ვაკეში კრიმინალური პოლიციაა მობილიზებული და პერიმეტრი ყვითელი ლენტებით არის შემოსაზღვრული....

დაწვრილებითDetails

“დაველოდოთ გამოძიებას” – კახა კალაძე მეტროს ტენდერიდან 41 მილიონის მითვისების საქმეზე

by მეგა TV
ნოემბერი 18, 2026
0
ინერციით გუშინაც ერთად მივედით მე და ჩემი შვილი ამ უმნიშვნელოვანეს მატჩზე- კახა კალაძე
მთავარი

ჩვენი შესაბამისი სამსახურების მოკვლევის შედეგად იქნა გადაგზავნილი მასალები შესაბამის უწყებაში, გამოძიება რომ დაწყებულიყო. ჩვენ საქმე გვაქვს სავარაუდო საბუთების გაყალბებასთან. დაველოდოთ გამოძიებას, დაუსჯელი არავინ დარჩება! ვისაც დანაშაული აქვს ჩადენილი, პასუხს აგებს...

დაწვრილებითDetails

14 წლის მოსწავლემ თანაკლასელი ელექტროშოკით გათიშა

by მეგა TV
ნოემბერი 18, 2026
0
კახეთში დასუფთავების სამსახურის თანამშრომელს მანქანა დაეჯახა
მთავარი

მთავარის ინფორმაციით, კასპში 14 წლის მოსწავლემ თანაკლასელი ელექტროშოკით გათიშა . როგორც მოქალაქე გამოცემას უყვება, შემთხვევა გუშინ, სოფელ ზემო ხანდაკის სკოლაში, საგაკვეთილო პროცესის დროს მოხდა. მომხდარის შესახებ ინფორმირებულები არიან მშობლები, ასევე...

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"