გორის სამხედრო ჰოსპიტალი ვაქცინაციასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს.
“გიორგი აბრამიშვილის სახელობის საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ჰოსპიტალში უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინაციის პროცესი 10:00 – 18:00 საათამდე.
“ფაიზერით” ვაქცინაცია (16 წელს ზემოთ) შესაძლებელია კვირის ნებისმიერ დღეს უქმეების ჩათვლით.
“სინოფარმით/სინოვაკით” ვაქცინაცია (18 წელს ზემოთ) შესაძლებელია ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით.
“ასტრაზენეკათი” ვაქცინაცია (45 წელს ზემოთ) შესაძლებელია ორშაბათსა და ოთხშაბათს.
წინასწარი რეგისტრაცია აუცილებელი არაა, რადგან ყველა ზემოთჩამოთვლილი ვაქცინით აცრამდე შესაძლებელია ადგილზე რეგისტრაცია”, – აღნიშნულია ინფორმაციაში.