კომპანიას( შპს „სპეცმონტაჟი), რომელიც გორდის სკოლის რეაბილიტაციას ახორციელებდა მუნიციპალური განვითარების ფონდმა ხელშეკრულება გაუწყვიტა.
ხელშეკრულების შეწყვეტის მიზეზად ფონდი სატენდერო დოკუმენტაციის პირობების დარღვევას ასახელებს.
სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობდა გრაფიკის არსებითი დარღვევებით, რამაც გამოიწვია ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადაში სამუშაოების ძირითადი ნაწილის შეუსრულებლობა, კერძოდ, დღეის მდგომარეობით სარეაბილიტაციო სამუშაოების მხოლოდ 49.45%-ია შესრულებული, რაც თქვენი მხრიდან ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების დარღვევაა.- ვკითხულობთ დოკუმენტში.
ამ ეტაპზე მიმდინარეობს ახალი კომპანიის შერჩევა. სამუშაობს სავარაუდოდ ელექტრონულ ტენდერში (NAT230003140) გამარჯვებული კომპანია შპს „სათავე“ გადაიბარებს. სამუშაოებს კომპანია 2,916,196 ლარად შეასრულებს.
გორდის სკოლის რეაბილიტაცია 2020 წლის ოქტომბერში დაიწყო. კომპანიას სკოლის რეაბილიტაციისათვის 10 თვე მიეცა, თუმცა სამუშაოები დროში გაიწელა. მიზეზად დამატებითი კვლევითი სამუშაოების ჩატარების აუცილებლობა დასახელდა . ბავშვები ამ ეტაპისათვის ალტერნატიულ კერძო ფართში აგრძელებენ სწავლას , რისთვისაც ბიუჯეტს დამატებით უწევს თანხის გაღება.
არსებული მდგომარეობა რამდენჯერმა გააპროტესტეს მშობლებმა და ადგილობრივებმა. ადგილზე ჩასულნი იყვნენ, როგორც ადგილობრივი თვითმმართველობის, ისე ფონდისა და კომპანიის წარმომადგენლები გაიცა დაიპირებაც, რომ გორდელი ბავშვები სექტემბრიდან ახალ სასწავლო გარემოში შეძლებდნენ შესვლას, თუმცა ახლა ამ პირობის შესრულების შესაძლებლობაც ეჭვის ქვეშ დგება.
გორდელი ბავშვები უკვე თითქმის სამი წელია სკოლის გარეშე არიან დარჩენილი.
როგორი უნდა ყოფილიყო გორდის სკოლა