თვითმხილველები ცოტა გამსახურდიას დაჭრასთან დაკავშირებით დეტალებს ჰყვებიან. ერთ-ერთი თვითმხილველის განცხადებით, ჩხუბის ხმაზე გარეთ გამოვიდა და ცოტნე გამსახურდია დაჭრილი დაინახა, რის შემდეგაც მანვე აღმოუჩინა პირველადი დახმარება.
“ჩხუბი იყო, ხმაური მეტი არაფერი, მე არ შევსწრებივარ. გასროლის ხმა არ იყო ჩხუბი იყო და ხმაური ძალიან დიდი. არ ვიცი, რამდენი ადამიანი იყო დაჭრის დროს. მემგონი ჯერ არავინ არ არის დაჭერილი. როცა გარეთ ხმაურზე გამოვედი დავინახე, რომ დაჭრილი იყო კისრის არეში. სასწრაფო როცა მოვიდა გონზე აღარ იყო ჩვენს ხელში ჩაიკეცა. ერთი ჭრილობა აქვს და თავის არე აქვს გახეთქილი. თავდამსხმელები როგორც ვიცი გაქცეულები არიან, არ ვიცი როგორ გამოიყურებიან ისინი. როდესაც გამოვედით ჩვენ აღმოვუჩინეთ პირველადი დახმარება, პირსახოცი დავამაგრეთ ჭრილობაზე. საუბედუროდ ჭრილობა დანით ან ბასრი საგნით აქვს მიყენებული. ჩხუბები უბანში ხშირად ხდება, მაგრამ ცოტნეს კონფლიქტი არ გამიგია არ ვიცი”,-აცხადებს ერთ-ერთი თვითმხილველი.