თბილისში, ლილოს მიმდებარე ტერიტორიაზე, ახალგაზრდა ქალი მოკლეს.
გავრცელებული ინფორმაციით, 20 წლის გოგოს დანით სასიკვდილო ჭრილობები მეგობარმა კაცმა მიაყენა. მკვლელობის შემდეგ, კაცმა გოგონა თხრილში ჩააგდო.
ადგილზე, ამ წუთებში, პოლიციაა მობილიზებული. გამოძიება 108-ე, განზრახ მკვლელობის მუხლით დაიწყო.










