Bau International Hospital– ი სასიხარულო ინფორმაციას ავრცელებს. ჰოსპიტალში კიდევ ერთი პატარას სიცოცხლე გადაარჩინეს.
გოგონა დაბადებისას 550 გრამს იწონდა, თუმცა რეანიმაციული განყოფილებიდან უკვე გაეწერა.
„ჩვენი ნეონატოლოგების კიდევ ერთი გამარჯვება და კიდევ ერთი გადარჩენილი სიცოცხლე.
გოგონა, რომელიც დაბადებისას სულ 550 გრამს იწონიდა, დღეს გაეწერა ახალშობილთა რეანიმაციის განყოფილებიდან.
ლივია ღრმად დღენაკლი 25-ე კვირაზე დაიბადა. შემდეგ იყო ძალიან რთული გზა ბევრი პრობლემით, უძილო ღამეებითა და პატარ-პატარა გამარჯვებებით, განცდებითა და ემოციებით …
დედა, რომელიც ერთი წამითაც არ დაეჭვებულა, რომ პაწაწუნა ლივია ექიმებთან ერთად აუცილებლად დაძლევდა ამ ყველაფერს და ყველას თავად აიმედებდა.
სამი თვის შემდეგ ყველამ ერთად სასწაული მოვახდინეთ, გავიმარჯვეთ და ლივია უკვე თავის მშობლებთან და უფროს და-ძმებთანაა.
დღეს ჩვენი საყვარელი გოგონა ყველა იმ ადამიანმა გააცილა, ვინც უდიდესი წვლილი შეიტანა მის გადარჩენაში“,- ნათქვამია საავადმყოფოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.