გოგი წულაიამ ქუთაისის შემოვლითი გზის დაუსრულებელი მშენებლობა გააპროტესტა და პერფომანსი გამართა. მისი თქმით, წლებია შემოვლითი გზები დაკეტილია , რაც ნახშირღელესა და ზედა სიმონეთის მოსახლეობას დაბრკოლებებს უქმნის. მათ დამატებით კილომეტრების გავლა უწევთ, იქმნება საავარიო სიტუაციებიც. პარტია “თავისუფალი საქართველოს” თავმჯდომარის მოადგილემ სიმბოლურად გზაზე სამუშაოები განახორციელა და გზის გახსნა ამ ფორმით მოითხოვა.
“ხელისუფლებას თავი მოაქვს გზების დაჩქარებული ტემპით მშენებლობით, ათასგვარ ზღაპრებს გვიყვებიან. სინამდვილეში კი რამდენიმე წელია, ქალაქი აღმოსავლეთ საქართველოდან დასავლეთით მოძრავი თუნდაც სატვირთო ავტომობილებისგან ვერ გათავისუფლეს. გამონაბოლქვის გამო ადამიანები ავადდებიან. ამასთან ერთად, მოსახლეობას დამატებით კილომეტრების გავლა უწევს, როცა შეიძლებოდა კილომეტრით ნაკლები გაევლოთ, ნორმალურად რომ გაკეთებულიყო ყველაფერი” – აცხადებს წულაია.
გარდაიცვალა გიული ცხადაძე
გარდაიცვალა გიული ცხადაძე. ამის შესახებ ინფორმაციას ოჯახის წევრები ავრცელებენ. Ჩემი გიული გარდაიცვალა პანაშვიდი სამშაბათს 13:00 საათზე, ვაკის სამების ტაძარი (ჭავჭავაძის 37) გადასვენება ტაძრიდან ოთხშაბათს დილას, 12:00 საათზე, ხონში დასაფლავება ხუთშაბათს...










