LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
არ მიმატოვოთ ბრძოლაში მარტო!  მიჭირს! უსაშველოდ მიჭირს! – მოკლული მასწავლებლის დედა მიმართვას ავრცელებს

“გლოვის დღეები ჰქონდა საქართველოს, ამიტომ არაფერი დავწერე, არადა ბევრი რამ მოხდა…” – ეკა კუპატაძე

დაპოსტა 2026/03/23-ში
A A
127
ნახვა
გაზიარება

მოკლული გიგა ავალიანის დედა ეკა კუპატაძე სოციალურ ქსელში მიმართავს ავრცელებს.

“გლოვის დღეები ჰქონდა საქართველოს, ამიტომ არაფერი დავწერე, არადა ბევრი რამ მოხდა.

ძალიან მოკლედ ვიტყვი; უახლესიდან დავიწყებ.

სავარაუდოდ, ჩემი “ფეისბუქი” მალე წაიშლება, ამიტომ ინფორმაციებს აქ მითითებული გვერდიდან დავდებ ხოლმე.

https://www.facebook.com/share/1DzyEYGLYh

(გთხოვთ, გამოიწერეთ)

სასამრთლო პროცესები იმართება ყოველ დღე, მთელი დღის განმავლობაში. სავარაუდოდ, 10 აპრილამდე, გაბაშვილს და რიკაძეს, ასევე ჩიქოვანს ერთ-ერთ ბრალში, გამოუტანენ განაჩენს.

გუშინ დაიკითხა დიდი დიღმის ჩხუბის მოწმეების ნაწილი.

ჩიქოვანის დედას ჩემთან უთხოვია შეხვედრა და ხომ წარმოგიდგენიათ, მათ რას უზამდა, ჰოდა ჩვენებების აბურდვა სცადეს ამ ცხვირმოუწმენდავმა მკვლელებმა—რაღაცები “არ იციან”, რაღაცები “არ ახსოვთ”…

რა თქმა უნდა, არაერთხელ აიხლართნენ ტყუილში….

ბევრია და ყველას ვერ ჩამოვთვლი.

აი, ის ნაძირალა ხომ გახსოვთ, დემეტრე კასრაძე, გიგაზე რომ დაწერა მეგონა მოკვდაო. ჰოდა მაგ მესიჯი დაწერა თუ არა, არ ახსოვს!

მერე რა, რომ სქრინი არსებობს, მას არ ახსოვს და…

უფრო მეტიც, ერთ-ერთი ჩხუბის ვიდეო გადაღებულია უშუალოდ რიკაძის ტელეფონით. ამ ჩხუბში ექსპერტიზამ ამოიცნო ჩიქოვანი და ამ ჩიქოვანის დედა ისეთი სახედაკარგულია, ათქმევინა, ვიღაც მასკიანები ჩხუბობდნენ, დემეტრემ გააშველაო. ამ დროს, რიკაძის ტელეფონით რომ არის გადაღებული და მისი თქმით, რიკაძე იქ არ იყო, ეს ვეღარ გათვალეს რეგვენებმა!…

კიდევ უფრო მეტი, ეს დემეტრე კასრაძე ისეთი ნაძირალაა, ერთ-ერთ ჩხუბში თავის თავი ამოიცნო, მაგრამ თქვა, რომ სხვას არავის იცნობს!!!!

დემეტრე კასრაძევ, აქ მე ვარ, გიგა ავალიანის დედა!

ეგ ,,მასკვა სვიაზები” შენთან გასდით ჩიქოვანებს, ჩემთან არა!!!!

მასე, ანი ნასყიდაშვილმაც კი მიწერა მეგობარს, ,,პირი ღია დამრჩა, რომ გავიგე გაბაშვილის ჩხუბი და დაჭერა”-ო!!!

თქვენ დედათქვენებს კი არ ელაპარაკებით, პროკურორის კითხვებს სცემთ პასუხს და მოსამართლე გისმენთ!!!

(“მასკვა სვიაზებზე” ფარული მოსმენების დროს საუბრობს გიორგი ჩიქოვანი, დემეტრეს ნაძირალა ძმა.)

სასამართლოზე მივიდა ჩემი შვილი ნიკა, ჩემი ძმა ირაკლი და მათი რიგი რომ მოვიდა, მკვლელების ადვოკატებმა უდავოდ ცნეს ორივეს ჩვენება.

რისთვის მიაყვანინეს პროკურორს, მკვლელების და მათი ოჯახის წევრების გულისამრევი სახეები რომ დაენახა ნიკას?????……

როცა ის პატარა გარყვნილი, ნია იმნაძე, დაიბარეს სასამართლოზე, ადვოკატმა გიორგი ლეკიშვილმა, თავი გაიგიჟა, დასტრესილია და მოგიკვდებათ პროცესზეო.

მაგრამ აქ პროკურორი ქეთი სონიძე იყო და არა ლუკა გამყრელიძე, ან მიხეილ კუპრაშვილი და არ გამოუვიდა თაღლითობა ლეკიშვილს.

ამიტომ, სხვა ხერხს მიმართეს, გაბაშვილის და რიკაძის ადვოკატებმა პროკურორს დაურეკეს და უდავოდ ცნეს შეყვარებული პრინცესების ჩვენებები და აღარ მიიყვანეს პროცესზე არც ნია იმნაძე და არც ანასტასია ბერუაშვილი!

წარმოიდგინეთ ხალხნო, თურმე გიგა ავალიანმა ,,ბავშვი” ისე შეავიწროვა, რომ სასოწარკვეთილი ბავშვი სამყაროს კითხვებს უსვამდა და პასუხს არავინ აძლევდა, მერე კი დარდობდა, რომ ამ უპასუხო კითხვების გამო, ახალგაზრდა ადამიანი მოკლეს.

და ამ “ბავშვს” სასამართლოსთვის სათქმელი არაფერი აქვს!

დაიკითხა ნია იმნაძის დამრიგებელიც, რომელმაც აღნიშნა, რომ ის ბოდვა წერილი, რაც დედამ გამოაქვეყნა, მისი აზრით ნიას დაწერილი არ არის, რადგან ნიას მსგავსი შფოთვები არ ჰქონდა!

უდავოდ გახადეს სკოლა “ინტელექტის” დირექტორის ჩვენებაც.

კი იცით, როგორი ნაძირლები არიან, მაგრამ მაინც უნდა გითხრათ. ერთმა ადამიანმა მომწერა, გაბაშვილის მამა სპორტ დარბაზში ვარჯიშობსო.

ამ დროს, მე ის მიხარია, დასუფთავების გადასახადში გიგა ჯერ რომ არ წაუშლიათ.

რაც შეეხება დანარჩენი დამნაშავეების დაჭერას, განაჩენის დადგომამდე არც განვიხილავ, რადგან გიჟური სამუშაო აქვს პროკურატურას და პოლიციას” – წერს კუპატაძე.

გაზიარება51

დაკავშირებული -პოსტები

იმერეთში რძის გადამამუშავებელი არალეგალური საწარმოები გამოვლინდა

by მეგა TV
მარტი 23, 2026
0
წუწუნით და თხოვნებითაც დავიღალეთ – რატომ იხურება რძის მწარმოებელი კომპანია „შირაქი”
მთავარი

იმერეთში რძის გადამამუშავებელი არალეგალური საწარმოები გამოვლინდა - ინფორმაციას სურსათის ეროვნული სააგენტო ავრცელებს. "სურსათის ეროვნული სააგენტო რძის გადამამუშავებელი არალეგალური საწარმოების გამოვლენას მთელი ქვეყნის მასშტაბით აქტიურად განაგრძობს  სააგენტოს კახეთის, იმერეთისა და აჭარის...

დაწვრილებითDetails

საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს

by მეგა TV
მარტი 23, 2026
0
საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს
მთავარი

საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტ შიოს (მუჯირი) ლოცვა-კურთხევით, დღეიდან ყოველდღე, 40 დღის განმავლობაში, თბილისის სიონის საპატრიარქო ტაძარში, უწმინდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსისა და ბიჭვინთისა და...

დაწვრილებითDetails

რუსეთის 22 წლის მოქალაქე საქართველოში, ერთ-ერთ სასტუმროში გარდაცვლილი იპოვეს

by მეგა TV
მარტი 23, 2026
0
რუსეთის 22 წლის მოქალაქე საქართველოში, ერთ-ერთ სასტუმროში გარდაცვლილი იპოვეს
მთავარი

რუ­სუ­ლი მე­დი­ის ცნო­ბით, თბი­ლის­ში, სას­ტუმ­რო "Panorama 360 Hotel“-ში, 22 წლის რუ­სე­თის მო­ქა­ლა­ქე ალი­ნა კამ­ბა­რო­ვა გარ­დაც­ვლი­ლი იპო­ვეს. შემ­თხვე­ვა, რო­მე­ლიც უამ­რავ კი­თხვის ნი­შანს აჩენს, რამ­დე­ნი­მე დღის წინ მოხ­და. გო­გო­ნას მამა მე­დი­ას­თან შვი­ლის ბოლო სა­ა­თებ­სა...

დაწვრილებითDetails

ზარების ავტორი ამბობდა დანაღმული ჰქონდა სამების საკათედრო ტაძრის ტერიტორია – სუს-ი განცხადებას ავრცელებს

by მეგა TV
მარტი 23, 2026
0
სერბეთის მოქალაქეები, რომელთაც კავშირი აქვთ „რევოლუციურ სცენარებთან,“ საქართველოში USAID-ის პროგრამის მოწვევით ჩამოვიდნენ
მთავარი

ზარების ავტორი ამბობდა დანაღმული ჰქონდა სამების საკათედრო ტაძრის ტერიტორია - სუს-ი განცხადებას ავრცელებს და წერს რომ პატრიარქის დაკრძალვის დღეს შსს დაცვის პოლიციის დეპარტამენტში ტერორისტული აქტების შესახებ ორი ანონიმური ზარი განხორციელდა....

დაწვრილებითDetails

მოქალაქეები სიონის ტაძარში ილია მეორის საფლავზე დილიდან მიდიან

by მეგა TV
მარტი 23, 2026
0
მოქალაქეები სიონის ტაძარში ილია მეორის საფლავზე დილიდან მიდიან
მთავარი

სიონის საპატრიარქო ტაძარში, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის, ილია მეორის საფლავზე, მრევლი პატივის მისაგებად დილიდან მიდის. სიონის საპატრიარქო ტაძრის ღვთისმსახურის, თბილისის სასულიერო სემინარიის დეკანის, გიორგი ვაშალომიძის ინფორმაციით, ტაძარი დილიდან, საღამოს 20:00 საათამდე...

დაწვრილებითDetails

ნიუ-იორკის აეროპორტში თვითმფრინავი მანქანას შეეჯახა

by მეგა TV
მარტი 23, 2026
0
ნიუ-იორკის აეროპორტში თვითმფრინავი მანქანას შეეჯახა
მთავარი

ნიუ-იორკის ლა-გუარდიას აეროპორტში ავარია მოხდა. ავიაკომპანია Air Canada-ს კუთვნილი Bombardier-ის ტიპის თვითმფრინავი, დაფრენის შემდეგ აეროპორტის სამსახურეობრივ მანქანას შეეჯახა. The New York Post-ის ინფორმაციით, ინციდენტის შედეგად სულ მცირე 2 მეხანძრე მძიმედ დაშავდა....

დაწვრილებითDetails

უბედურ შემთხვევას 4 წლის გოგონა ემსხვერპლა

by მეგა TV
მარტი 23, 2026
0
მტკვრიდან არასრულწლოვნის ცხედარი ამოიყვანეს
მთავარი

რამდენიმე დღის წინ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის დაბა ლაითურში მომხდარ უბედურ შემთხვევას 4 წლის გოგონას სიცოცხლე ემსხვერპლა. მცირეწლოვანს კარადა დაეცა. საქმე აღძრულია სისხლის სამართლის კოდექსის 116 მუხლით. (სიცოცხლის მოსპობა გაუფრთხილებლობით). წყარო: პრაიმტაიმი

დაწვრილებითDetails

სამხრეთ კორეაში დინოზავრის აქამდე უცნობი სახეობა აღმოაჩინეს

by მეგა TV
მარტი 23, 2026
0
სამხრეთ კორეაში დინოზავრის აქამდე უცნობი სახეობა აღმოაჩინეს
მთავარი

ტეხასის უნივერსიტეტისა და კორეის კვლევითი ცენტრის მეცნიერებმა დინოზავრის ახალი სახეობის აღმოჩენის შესახებ განაცხადეს. აღმოჩენა ეფუძნება ნამარხს, რომელიც 3 წლის წინ კუნძულ აპჰეზე იპოვეს. თავდაპირველად მეცნიერებს ის მყარი ქანის ნატეხი ეგონათ,...

დაწვრილებითDetails

წყალი 9 საათით შეწყდება – გადაამოწმეთ მისამართები

by მეგა TV
მარტი 23, 2026
0
როდის აღდგება ქუთაისში წყალმომარაგება ?
მთავარი

დღეს, 3/23/2026 ჩუღურეთის რაიონში, ხეხილ-სანერგე მეურნეობა, ელისო ჭიპაშვილის ქ. N11-თან წყალმომარაგების ქსელზე აუცილებელი ტექნიკური სამუშაოები ჩატარდება. სამუშაოების მიმდინარეობისას 3/23/2026 11:00 დან 3/23/2026 20:00 საათამდე წყალმომარაგება შეუწყდება: ივერთუბნის დასახლებას (ხეხილ-სანერგე მეურნეობა),...

დაწვრილებითDetails

სკუტერი ქვეითს დაეჯახა- მძღოლი ადგილიდან მიიმალა

by მეგა TV
მარტი 23, 2026
0
კახეთში დასუფთავების სამსახურის თანამშრომელს მანქანა დაეჯახა
მთავარი

თელავში სკუტერი ქვეითს დაეჯახა. შეჯახება რეფერალური ჰოსპიტლის ტერიტორიაზე მოხდა. თვითმხილველების ინფორმაციით, სკუტერი ქვეითად მოსიარულე ქალს ზურგის მხრიდან შეეჯახა. შემთხვევის შემდეგ, მძღოლი მიიმალა. დაშავებული კი ზედა კიდურის მოტეხილობითა და სხეულის სხვადასხვა...

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • მთავარი
  • ახალი ამბები
  • ქვიზი
  • ჯგუფი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"