მოსამართლემ გიჩო მარგველაშვილი და მისი მეგობარი პატიმრობაში დატოვა. აღკვეთისსახით დაკავებულებს ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეეფარდათ. ადვოკატები ბრალდებულებისთვის გირაოს შეფარდება ითხოვდნენ. მარგველაშვილის შემთხვევაში 30 000 ლარს, ხოლო პაიჭაძის – 10 000 ლარს.
შეგახსენებთ, გიჩო მარგველაშვილი და კობა პაიჭაძე ორი დღის წინ, ჯგუფურად ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით დააკავეს. ისინი ავტომანქანით გადაადგილდებოდნენ, რა დროსაც პოლიციამ გააჩერა, მანქანაში ჩხრეკა ჩაატარა და იარაღი აღმოაჩინა. მარგველაშვილი ბრალდებას უარყოფს, პაიჭაძე კი ამბობს, რომ იარაღი მისია.









