„გირჩის“ ერთ-ერთი ლიდერის ვახტანგ მეგრელიშვილის საკანონმდებლო ორგანოში მისვლას სამოქალაქო აქტივისტების გაღიზიანება მოჰყვა.
ისინი ვახტანგ მეგრელიშვილს პარლამენტში შესვლის საშუალებას არ აძლევდნენ.
„რა უფლებით მოხვედით? ვინც შედიხართ იქ, აყალბებთ 20 ივნისის მდგომარეობას, ყველა არაკაცები ხართ“, – აღნიშნა ერთ-ერთმა მომიტინგემ, რომელმაც ვახტანგ მეგრელიშვილი პარლამენტში შესვლისას შეაფერხა.










