ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების 10-ტომიან საქმის მასალებს კიდევ რამდენიმე ტომი დაემატა. აღნიშნულის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ბრალდებული მორაგბეების, ვასილ მახარაძისა და არჩილ გაგნიძის ადვოკატმა, ვასილ მამულაშვილმა განუცხადა.
როგორც ის განმარტავს, მცხეთა-მთიანეთის პოლიციის დეპარტამენტში მას საქმის ახალი მასალები გადასცეს. მამულაშვილის განცხადებით, საქმეზე გამოკითხულია 10-მდე ახალი მოწმე და ასევე, დართულია ახალი ვიდეომასალებიც.
თუ რა ინფორმაციას აწვდიან გამოძიებას ახალი მოწმეები, ეს ადვოკატისთვის ჯერ უცნობია, რადგან მასალებს არ გაცნობია.
შეგახსენებთ, რომ 19 ივნისს, დაახლოებით 11:00 საათზე, გიორგი შაქარაშვილის დაკარგვის შესახებ ოჯახმა შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართა. პოლიციამ, სამაშველო სამსახურთან ერთად, შეტყობინების მიღებისთანავე დაიწყო სამძებრო სამუშაოები. 4-დღიანი საძიებო სამუშაოების შედეგად, მყვინთავებმა ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის ცხედარი წყალში იპოვეს.
აღნიშნულ საქმეზე 17 პირია დაკავებული.