“პირველების” ინფორმაციით, გიორგი კირთაძეზე თავდამსხმელი 5 ივლისის მოვლენების მონაწილეა.
სოსო სირაბიძემ მედიასთან კომენტარი არ გააკეთა.
სირაბიძე გუშინ „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერს გიორგი კირთაძეს პირდაპირ ეთერში, კამერების წინ, თავს დაესხა და ფიზიკურად გაუსწორდა.
საგამოძიებო სამსახურსა და შინაგან საქმეთა სამინისტროს 24 საათზე მეტი დასჭირდათ, რომ მოძალადე პირის იდენტიფიცირება მოეხდინათ და დაეკავებინათ.










