LIVE TV
პარასკევი, ოქტომბერი 17, 2025
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
megatv.ge
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result

 გიორგი გახარია ევროკავშირის ელჩს საქართველოში, კარლ ჰარცელს და აშშ-ს ელჩს, კელი დეგნანს მადლობას უხდის

დაპოსტა 2020/04/02-ში
72
ნახვა
გაზიარება

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია მადლობას უხდის ევროკავშირის ელჩს საქართველოში, კარლ ჰარცელს და აშშ-ს ელჩს, კელი დეგნანს კორონავირუსთან ბრძოლაში გაწეული დახმარებისთვის.

“მინდა მადლობა გადავუხადო ევროკავშირის ელჩს საქართველოში, კარლ ჰარცელს, რომელმაც შესანიშნავი სამუშაო გაწია და ჩვენ, დღეს უკვე გვაქვს გარკვეული ციფრები “ცხელი ფულის”, სწრაფი დახმარების კუთხით საქართველოსთვის, ეს არის რამდენიმე ათეული მილიონი ევრო. ასევე, მინდა პირადად მადლობა გადავუხადო ამერიკის შეერთებული შტატების ელჩს, კელი დეგნანს, რომელმაც ასევე სწრაფად იმოქმედა და სწრაფი დახმარების ნაწილში, განსაკუთრებით სამედიცინო სფეროში. ეს დახმარება ჩვენ უკვე დაფიქსირებული გვაქვს, დაპირება გვაქვს,” – განაცხადა გახარიამ.

მთავრობის მეთაურმა ხაზი გაუსვა, რომ ბევრად უფრო მნიშვნელოვანი იქნება ის დახმარება, რომელიც საქართველოს სტრატეგიულმა პარტნიორებმა უნდა გაგვიწიონ პოსტკრიზისულ პერიოდში, ქვეყნის აღდგენის და პირველ რიგში ქვეყნის ეკონომიკის აღდგენის ნაწილში.

„ნდობა არსებობს. ჩვენ ძალიან ახლო კომუნიკაციაში ვართ და გარკვეული შედეგები უკვე გვაქვს. მე არ დავასახელებ კონკრეტულ ციფრებს. ფინანსთა სამინისტროს მიმართულებით საკმაოდ კარგად მივდივართ და ეს სერიოზული მხარდაჭერა იქნება ბიუჯეტისთვის ისევე, როგორც სისტემური ინფრასტრუქტურული პროექტების გაგრძელების ნაწილში. თუმცა, ყველას უნდა გვესმოდეს ერთი რამ, ეს არის კრიზისში სწრაფი დახმარების ნაწილი. ჩვენთვის ბევრად უფრო მნიშვნელოვანი იქნება ის დახმარება, რომელიც ჩვენმა სტრატეგიულმა პარტნიორებმა ჩვენ უნდა გაგვიწიონ პოსტკრიზისულ პერიოდში ქვეყნის აღდგენის და პირველ რიგში ქვეყნის ეკონომიკის აღდგენის ნაწილში. საქართველოს ეკონომიკა, ბოლო წლების განმავლობაში, განსაკუთრებით ბოლო წელს და ამ წლის პირველი ნაწილი, ძალიან კარგად ვითარდებოდა. ჩვენმა საერთაშორისო პარტნიორებმა ეს ძალიან კარგად იციან. საერთაშორისო სავალუტო ფონდმა, ძალიან კარგი შეფასებები მისცა წლის დასრულებას, წლის დასაწყისს. ისინი ხედავენ, რომ ჩვენ ამ ბრძოლასაც, ამ კრიზისსაც ვუმკლავდებით და ვინარჩუნებთ ეკონომიკის პოტენციალს და იმედი გვაქვს, დარწმუნებული ვართ, რომ ყველაზე მნიშვნელოვანი ქვეყნის ფინანსური დახმარება, ეს იქნება დახმარება პოსტკრიზისულ პერიოდში მაშინ, როდესაც დაგვჭირდება სწრაფი აღდგენა ეკონომიკის და სამუშაო ადგილების“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

თეგები: გიორგი გახარიაკელი დეგნანი
გაზიარება29

დაკავშირებული -პოსტები

სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლა ქუთაისიდან თბილისში გადაიტანეს

ოქტომბერი 16, 2025
121
??????????????????????
მთავარი

ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლა  ქუთაისიდან თბილისში გადაიტანეს. აღნიშნული სასწავლებელი ქუთაისში, ნიკეას ქუჩაზე 20 წლის განმავლობაში ფუნქციონირებდა. 2005 წლის 10 ივნისს საქართველოს პრეზიდენტის №476 ბრძანებულებით შეიქმნა სსიპ ზურაბ ჟვანიას...

დაწვრილებითDetails

“ოცნებამ” მესამე მოსმენით მიიღო კანონი რომელიც პარტიების აკრძალვას ითვალისწინებს

ოქტომბერი 16, 2025
54
მთავარი

პარლამენტმა მესამე მოსმენით, 81 ხმით მიიღო საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი, რომლის მიხედვითაც, საკონსტიტუციო სასამართლოს სარჩელის დაკმაყოფილების შემთხვევაში, შესაძლებელი იქნება, აიკრძალოს: კონკრეტული პირების მიერ პოლიტიკური პარტიის დაფუძნება, პარტიის წევრობა და მისი ხელმძღვანელობა,...

დაწვრილებითDetails

საპატრიარქოს კომისია დასკვნას აქვეყნებს

ოქტომბერი 16, 2025
133
მთავარი

საპატრიარქოს კომისია დასკვნას აქვეყნებს:  "მიმდინარე წლის 16 ოქტომბერს მცხეთა-თბილისის ეპარქიულმა კომისიამ განიხილა ქვემო ბეთლემის მაცხოვრის შობის სახელობის მონასტრის წინამძღვრის, არქიმანდრიტ დოროთეს (ყურაშვილი) საკითხი. კომისიის წევრებმა შეაფასეს არქიმანდრიტ დოროთეს მხრიდან ბოლო...

დაწვრილებითDetails

საპატრიარქოში ზნეობის კომისიის სხდომა იწყება

ოქტომბერი 16, 2025
44
მთავარი

საქართველოს საპატრიარქოში ზნეობის კომისიის სხდომა იწყება. კომისიას პატრიარქის მოსაყდრე, მეუფე შიო ხელმძღვანელობს. როგორც სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორის მდივანი, დეკანოზი მიქაელ ბოტკოველი აცხადებს, დღევანდელი სხდომა არქიმანდრიტ დოროთე...

დაწვრილებითDetails

ალკოჰოლის მოხმარება ევროპაში კიბოს გამომწვევ ერთ-ერთ მთავარ მიზეზად დასახელდა

ოქტომბერი 16, 2025
54
მთავარი

ალკოჰოლის მოხმარება ევროპაში კიბოს გამომწვევ ერთ-ერთ მთავარ მიზეზად დასახელდა, ამის შესახებ  ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის კიბოს კვლევის სააგენტოს ახალ ანგარიშში ვკითხულობთ. ექსპერტების თქმით, ალკოჰოლის მოხმარების შეზღუდვის მიზნით მთავრობის უფრო მკაცრი პოლიტიკა...

დაწვრილებითDetails

რა არის “ფინანსური პირამიდა”?

ოქტომბერი 16, 2025
22
მთავარი

ფინანსური პირამიდა საქმიანობის ისეთი ფორმაა, რომლის ფარგლებშიც მოსახლეობისგან ხდება თანხების მოზიდვა და სანაცვლოდ, როგორც წესი, ბაზარზე არსებულ საპროცენტო განაკვეთებთან შედარებით გაცილებით მაღალი სარგებლის შეთავაზება. ფინანსური პირამიდა, უმეტესწილად, არ ახორციელებს მომგებიან...

დაწვრილებითDetails

საქართველოში რუსეთის 5 მოქალაქე დააკავეს

ოქტომბერი 16, 2025
210
მთავარი

ბრიფინგი საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, საქართველოს გენერალურ პროკურატურასთან კოორდინაციით, უკანონო სამეწარმეო საქმიანობის განხორციელებისა და უკანონო შემოსავლების ლეგალიზაციის ფაქტთან დაკავშირებით რუსეთის ფედერაციის ხუთი მოქალაქე დააკავა....

დაწვრილებითDetails

ასაკი ვერ იქნება ინდულგენცია- “ოცნების” კანონპროექტი არასრულწლოვნებზეც გავრცელდება

ოქტომბერი 16, 2025
62
მთავარი

"ოცნება" აქციაზე დგომის გამო არასრულწლოვნების დასჯასაც აპირებს - დღეს გაირვკა, რომ აქციის მონაწილეების წინააღმდეგ "ოცნების" მიერ შემუშავებული კანონპროექტი, რომელსაც პარლამენტი დღეს მიიღებს, არასრულწლოვნებზეც გავრცელდება. თუ მოზარდი ქუჩაში საპროტესტო აქციაზე გავა, ის შეიძლება...

დაწვრილებითDetails

პოლონეთში კანაფის მოყვანის ბრალდებით ქართველი კაცი დააკავეს

ოქტომბერი 16, 2025
56
მთავარი

პოლონეთში, კანაფის მოყვანის ბრალდებით 44 წლის ქართველი დააკავეს.  ჩხრეკის დროს პოლონეთის პოლიციამ კანაფის გარდა 8 გრამზე მეტი მარიხუანა ამოიღო. დანაშაული სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. საქმეზე გამოძიება გრძელდება.

დაწვრილებითDetails

პატრიარქი სამძიმრის წერილს ავრცელებს

ოქტომბერი 16, 2025
905
მთავარი

პატრიარქი სამძიმრის წერილს ავრცელებს: „დიდად ვწუხვართ მცხეთა-თბილისის სამღვდელოების გამორჩეული წარმომადგენლის, კლდისუბნის წმ. გიორგის სახელობის ტაძრის წინამძღვრის, დეკანოზ მიქაელ კაპანაძის გარდაცვალების გამო. იგი იყო მრავალი სიკეთით დაჯილდოებული მოძღვარი; მრევლის ნამდვილი სულიერი...

დაწვრილებითDetails
მეტის ნახვა

კატეგორიები


No Result
View All Result

© 2023 Broadcasting Company «MEGATV» - ყველა უფლება დაცულია სამაუწყებლო კომპანია «მეგაTV».

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი
  • შესვლა!

© 2023 Broadcasting Company «MEGATV» - ყველა უფლება დაცულია სამაუწყებლო კომპანია «მეგაTV».