ჩეჩნეთის ლიდერმა რამზან კადიროვმა სულელური უწოდა განცხადებას იმის შესახებ, რომ მისი დაკვეთით თავს უნდა დასხმოდნენ ქართველ ჟურნალისტს. „რია ნოვოსტის“ ინფორმაციით, ამის შესახებ კადიროვმა სოციალურ ქსელ “ტელეგრამში“ დაწერა.
„ოდესღაც წარმატებულად მართული ქვეყნები იმართება ადამიანებისგან, რომლებიც იმის ნაცვლად, რომ იფიქრონ ხალხის რეალურ პრობლემებზე, სულელურ განცხადებებს აკეთებენ. ამჯერად ამბობენ, რომ დაიჭირეს ქილერი, რომელიც კადიროვის დაკვეთით აპირებდა თავდასხმას ქართველ ვაი ჟურნალისტზე. ბატონებო, დამიჯერეთ, თუკი ვინმე მოქმედებს ჩემი დავალებით, ის ამ დავალებას ასრულებს“ , – წერს კადიროვი.
მისი თქმით, თუკი დავალება ჩუმად უნდა შესრულდეს, მაშინ ვერავინ, „მითუმეტეს თქვენი ქვეყნის ღრმა უძრაობაში“ ამის შესახებ ვერ გაიგებს.
„მაგრამ მე ხაზს ვუსვამ, რომ ჩვენ არ დაგვიწყებია იმის შესახებ, როგორ შეურაცხყო მან ჩვენი სახელმწიფო, რაც ნიშნავს, რომ გიორგი გაბუნია, როგორც ადრე ვამბობდი, ჯობს დაიჩოქოს და ბოდიში მოიხადოს მომხდარისთვის. მან შეურაცხყო არა ერთი ადამიანი, არამედ ყველა რუსი. მივმართავ საქართველოს ხელისუფლებას, მიიღონ ზომები, რომელიც ხელს შეუწყობს ამ მოქალაქის ხელახალ აღზრდას“ , – წერს კადიროვი.
მან ჟურნალისტს მოუწოდა, „სწორი დასკვნები გააკეთოს და გონება წესრიგში მოიყვანოს“, წინააღმდეგ შემთვევაში, მის მტრად დარჩება.