„ზოგადად, ერთი დაკვირვებით ჩანს, რომ ყველაზე მეტად გიორგი გაბიტაშვილი წარმოადგენს კანდიდატს, რომელსაც ხელისუფლება დაუჭერს მხარს. საზოგადოებრივი ინტერესიც, ბუნებრივია, რომ მასზე ყველაზე მაღალია. ჩემთვისაც ყველაზე საინტერესოა მასთან გასაუბრება, რადგან წინასწარ ასეთი ინფორმაციაა ცნობილი. პიროვნულად მასთან შეკითხვები ნაკლებად მაქვს. ის იურისტია, ისევე როგორც მე და ერთი პერიოდის სტუდენტები ვართ თსუ-ში. შესაბამისად, მე მას არ მივიჩნევ ცუდ ადამიანად და მეორე საკითხია, დღევანდელ სისტემაში რას ნიშნავს მთავარი პროკურორი, რამდენად სწორია, ზოგადად, ახლა პროკურორის არჩევა და იმ ლეგიტიმაციით, რომელიც მმართველ ძალას გააჩნია, ეს საერთოდ სხვა საკითხია. მე საერთოდ სხვა ტიპის პროკურატურას ვეთანხმები, აქ პიროვნული ფაქტორები არაფერ შუაშია. სინამდვილეში, მგონია, რომ პროკურატურა უნდა იყოს დაზარალებულის წარმომადგენელი და შესაბამისად, ის უნდა იდგეს იმ პრინციპზე, რომ თუ არ არსებობს დაზარალებული, არ არსებობს დამნაშავე, რაც დღევანდელი სისტემისთვის წარმოუდგენელია“, – განაცხადა ხვიჩიამ.
ილია II-ს დღეს დაკრძალავენ
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსს, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტს, უწმინდესსა და უნეტარეს ილია II-ს დღეს დაკრძალავენ. დაკრძალვის დღესთან დაკავშირებული სამზადისი სამებაში უკვე რამდენიმე საათია მიმდინარეობს, მათ შორის ეწყობა როგორც...










