ალერგოლოგ-იმუნოლოგი ბიძნა კულუმბეგოვი სოციალურ ქსელში ანტივირისული პრეპარატის, “მოლნუპრავირის” შესახებ წერს.
იგი პრეპარატის მწარმოებელი კომპანიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება, რომლის თანახმადაც მედიკამენტმა 50%-ით შეამცირა ჰოსპიტალიზაციის რისკი.
“კომპანია მერკმა გაასაჯაროვა კლინიკური კვლევის შედეგები, რომლის მიხედვით ტაბლეტირებულმა მედიკამენტმა მოლნუპირავირმა 50%-ით შეამცირა ჰოსპიტალიზაციის რისკი.
მოლნუპირავირის ჯგუფში არავინ დაღუპულა, განსხვავებით პლაცებო ჯგუფისგან სადაც 8 ადამიანი გარდაიცვალა.
გილოცავთ, ეს კოვიდთან ბრძოლაში სერიოზული ნაბიჯია!” – წერს ბიძინა კულუმბეგოვი.










