საახალწლო ღონისძიებები ქუთაისში დილიდან დაიწყო. ქალაქის ქუჩებში გამოჩნდნენ თოვლის ბაბუები, ელფები, ფერიები, ანიმაციური ფილმების და ზღაპრების პერსონაჟები, მათ საზეიმო მსვლელობა მოაწყვეს გზადაგზა კი მცირე წარმოდგენები გამართეს
ერთი ამობრუნდა – ავარია ხონში
მეგა tv ის ინფორმაციით ხონში, ქალაქის ტერიტორიაზე ავარია მოხდა. ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა, შედეგად ერთი ამობრუნდა. როგორც ადგილზე აცხადებენ დაშავებულები საავადმყოფოში გადაიყვანეს. თუ რა გახდა ავარიის მიზეზი ჯერ-ჯერობით უცნობია.








