გიგი უგულავასა და ირაკლი ოქრუაშვილის გათავისუფლება პრეზიდენტის მხრიდან იყო პოზიტიური ნაბიჯი, რომელიც მიზნად პოლიტიკური დაძაბულობის შემსუბუქებას ისახავდა, -ამის შესახებ ევროპარლამენტარმა ესტონეთიდან, მარინა კალიურადნმა საგარეო კომიტეტის სხდომაზე განაცხადა.
მან ასევე მწუხარება გამოთქვა, რომ 8 მარტის ხელშეკრულების განხორციელება დროში გაიწელა.
„გუშინ მე დავუკავშირდი ჩემს კოლეგა დავით სონღულაშვილს, რომელმაც დამარწმუნა, რომ დისკუსიები გაგრძელდება, როგორც კი საგანგებო მდგომარეობა დასრულდება.
მე მოვუწოდებ ყველა პოლიტიკურ პარტიას, მათ შორის ოპოზიციას, რომ განაგრძონ კონსტრუქციული კონსულტაციები წინასაარჩევნო თვეებში. მოვუწოდებ კოლეგებს პარლამენტის ორივე მხარეს, გამოიჩინონ პასუხისმგებლობა, სამართლიანობა და კონსტრუქციონიზმი“,-აღნიშნა დეპუტატმა.
მარინა კალიურანდმა საქართველოს მიერ განხორციელებულ წარმატებულ რეფორმებზეც ისაუბრა. მისი თქმით, არსებობს გარკვეული ხარვეზები მთელ რიგ კანონებში, რომელიც დახვეწას საჭიროებს, თუმცა აღნიშნავს, რომ „საქართველომ შეძლო შეენარჩუნებინა გასაკუთრებული როლი აღმოსავლეთ პარტნიორებს შორის”.
„მე გთავაზობთ, რომ ფოკუსირება მოვახდინით და დავაჩქაროთ ჩვენი ბაზრების ინტეგრაცია. ამას ძალიან პოზიტიური გავლენა ექნება საქართველოს ეკონომიკაზე“,- დასძინა ევროპარლამენტარმა.