“ევროპული საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერი, გიგა ბოკერია საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის დღევანდელ ბრიფინგს ეხმაურება.
მისი თქმით, პრეზიდენტის გამოსვლა არაფრისმთქმელი იყო.
“ეს იყო პრეზიდენტ ზურაბიშვილის მორიგი, უკეთეს შემთხვევაში რომ ვთქვათ, არაფრისმთქმელი გამოსვლა, რომელიც უდიდესი ალბათობით, არის მისი გაგებით რეაქცია იმაზე, რაც უმაღლეს დონეზე საფრანგეთში მოისმინა სააკაშვილის გლდანში გადაყვანის ამაზრზენ ამბავთან დაკავშირებით”, – განაცხადა გიგა ბოკერიამ.