გიბრალტარი, რომლის სტატუსიც ბრიტანეთის ზღვისიქითა ტერიტორია იყო, ოფიციალურად გახდა ქალაქი, – ამის შესახებ BBC წერს.
ბრიტანული მაუწყებლის ცნობით, გიბრალტარმა მიმდინარე წლის დასაწყისში დააფიქსირა ოფიციალური მოთხოვნა, ქალაქის სტატუსი მინიჭებოდა, თუმცა როდესაც მკვლევარებმა ეროვნული არქივის მასალები შეისწავლეს, აღმოაჩინეს, რომ მას ადრე უკვე ჰქონდა ეს სტატუსი. როგორც გაირკვა, დასახლება ქალაქად ჯერ კიდევ 1842 წელს იყო აღიარებული.
ამჯერად, ტერიტორიას ქალაქის სტატუსი კიდევ ერთხელ, განახლებული დოკუმენტაციის საფუძველზე მიენიჭა.
გიბრალტარი დიდ ბრიტანეთს 1713 წელს, ბრიტანეთსა და ესპანეთს შორის დადებული სამშვიდობო შეთანხმების ფარგლებში გადაეცა.









