LIVE TV
ხუთშაბათი, იანვარი 29, 2026
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
megatv.ge
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result

გზებზე დაშავებისა და გარდაცვალების მაჩვენებლით ევროპაში პირველ ადგილზე ვართ – ალექსანდრე დარახველიძე

დაპოსტა 2025/11/19-ში
20
ნახვა
გაზიარება

საქართველო საავტომობილო გზებზე დაშავებისა და გარდაცვალების მაჩვენებლით კვლავ მაღალ ნიშნულზეა და ევროპაში პირველ ადგილზე ვართ – საქართველოში, ყოველწლიურად 100 000 მოსახლეზე საშუალოდ 11 ადამიანი კვდება, მაშინ როდესაც ევროპული საუკეთესო მაჩვენებელი არის 2-3 ადამიანი, ხოლო ყველაზე მაღალია – 7 ადამიანი, რაც რუმინეთში ფიქსირდება, – ეს განცხადება შს მინისტრის მოადგილემ ალექსანდრე დარახველიძემ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის სხდომაზე გააკეთა, სადაც არსებული ჯარიმების გაზრდის ინიციატივა წარადგინა.

დარახველიძის ინფორმაციით, მოქმედი სანქციები პრევენციულ ეფექტს ვერ უზრუნველყოფს.

“გასულ 2024 წელს, ავარიების შედეგად 7 587 დაშავების შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა – 444 ადამიანი, ხოლო მიმდინარე წლის 9 თვის მონაცემებით, 6 041 ადამიანია დაშავებული, გარდაიცვალა – 345 ადამიანი. ავარიების შედეგად გარდაცვალების მაჩვენებელი წინა წლის 9-თვიან პერიოდთან შედარებით 41 ერთეულით არის გაზრდილი, ხოლო დაშავების მაჩვენებელი – 637 ერთეულით.

ასევე, გაზრდილია ავარიების რაოდენობა. ყველაზე ხშირად ავარიებს და დაშავების შედეგებს სიჩქარის გადაჭარბება იწვევს. გასულ წელს სიჩქარის გადაჭარბებაზე მილიონნახევარზე მეტი ჯარიმა დაიწერა. სიჩქარის გადაჭარბების მაჩვენებელი საერთო სამართალდარღვევის ჭრილში 41.96%-ით არის გაზრდილი“, – განაცხადა დარახველიძემ.

შს მინისტრის მოადგილის ინფორმაციით, საქართველოში მნიშვნელოვნად გაიზარდა ავტომობილების რაოდენობა.

“წლევანდელი წლის 9 თვის მონაცემებით, საქართველოში უკვე რეგისტრირებულია 1 972 692 ავტომობილი, რაც ჩვენს მოქალაქეების საკუთრებაშია. რაც შეეხება საზღვარგარეთიდან შემოსულ ავტომობილებს, უცხო ქვეყნის მოქალაქეებმა მიმდინარე წლის 9 თვის განმავლობაში საქართველოში 1 151 943 ავტომობილი შემოიყვანეს. ჯამში, ქვეყანაში 3 მილიონ 100 000-ზე მეტი ავტომობილის მობილობა გვაქვს, რაც ავტოსაგზაო შემთხვევების ალბათობას“, – განაცხადა ალექსანდრე დარახველიძემ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის სხდომაზე.

პარლამენტმა საკანონმდებლო ცვლილებების განხილვა დაიწყო, რომლის ამოქმედების შედეგად, მძღოლებისთვის საგზაო წესების დარღვევაზე პასუხისმგებლობა მკაცრდება და დაწესებული ჯარიმები იზრდება.

შს სამინისტროს მიერ შემუშავებული საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტის თანახმად:

100 ლარამდე იზრდება ჯარიმა სატრანსპორტო საშუალების გზაზე მანევრირების წესების დარღვევისთვის. ამავდროულად, ამ სამართალდარღვევისთვის მართვის მოწმობისთვის მინიჭებული ქულათა რაოდენობა 20 ქულით შემცირდება;

50-დან 100 ლარამდე იზრდება სანქცია 15 კმ/სთ-ზე მეტი, მაგრამ არაუმეტეს 40 კმ/სთ-ის სიჩქარის გადაჭარბებისთვის;

50 ლარამდე იზრდება სანქცია ავტომობილით მოძრაობისას მძღოლის ან მგზავრის მიერ უსაფრთხოების ღვედის გამოუყენებლობისთვის. ამავდროულად, ამ სამართალდარღვევისთვის მართვის მოწმობისთვის მინიჭებული ქულათა რაოდენობა 10 ქულით შემცირდება.

50 ლარამდე იზრდება სანქცია ავტომობილის მართვის დროს მძღოლის მიერ მობილურით სარგებლობისთვის.

დგომა-გაჩერების წესების დარღვევისთვის თბილისის მსგავსად, 50 ლარამდე იზრდება ჯარიმის ოდენობა ქუთაისის, ბათუმის, მცხეთის, რუსთავის, გორის, თელავის, ფოთის, ზუგდიდის მუნიციპალიტეტებში და საქართველოს კურორტებზე.

დამატებით პასუხისმგებლობა დგინდება “BUS LANE“-ზე სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალების გარდა, სხვა სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის საპირისპირო მიმართულებით მოძრაობისთვის, რაც გამოიწვევს დაჯარიმებას 200 ლარის ოდენობით.

გარდა ამისა, ახალ სამართალდარღვევად განისაზღვრება სატრანსპორტო საშუალების ტროტუარზე ან ქვეითთა გადასასვლელზე დგომა-გაჩერება, რაც გამოიწვევს დაჯარიმებას 100 ლარის ოდენობით. ამავდროულად, ამ სამართალდარღვევის ჩადენის შემთხვევაში, კანონით განსაზღვრული პირობების არსებობისას, სატრანსპორტო საშუალება სპეციალურ დაცულ სადგომზე გადაყვანას დაექვემდებარება.

გაზიარება8

დაკავშირებული -პოსტები

“ლხინი უბედურებად გადაიქცა…“ – რას ჰყვებიან მარნეულში მომხდარ ავარიაზე

იანვარი 29, 2026
0
მთავარი

მარნეულის მუნიციპალიტეტში ავტოსაგზაო შემთხვევა მსხვერპლით დასრულდა. სოფელ ბაიდარში მსუბუქი ავტომობილის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და ხეს შეეჯახა. შემთხვევის შედეგად ორი ახალგაზრდა ადგილზე დაიღუპა, ორი დაშავებული კი კლინიკაში გადაიყვანეს. დაღუპულები არიან 23 წლის...

დაწვრილებითDetails

ნარკოდანაშაულის ბრალდებით სამი პირი დააკავეს

იანვარი 29, 2026
1
მთავარი

სამართალდამცველებმა ნარკოდანაშაულის ბრალდებით სამი პირი დააკავეს - ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ამოღებულია განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებები. "შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, განსაკუთრებით...

დაწვრილებითDetails

„19 წლის ბიჭი ოჯახის წევრს სცემდა, აუპატიურებდა და მოკვლით ემუქრებოდა“

იანვარი 29, 2026
2
მთავარი

პოლიციამ თბილისში ოჯახის წევრის მიმართ სხვადასხვა მძიმე დანაშაულის ჩადენაში ბრალდებული პირი დააკავა - ინფორმაციას შსს ავრცელებს. დანაშაული 13 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. "შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ძველი...

დაწვრილებითDetails

თბილისის სატრანსპორტო კომპანია განცხადებას ავრცელებს

იანვარი 29, 2026
0
მთავარი

თბილისის სატრანსპორტო კომპანია განცხადებას ავრცელებს და მგზავრებს აფრთხილებს: როგორც განცხადებაშია ნათქვამი, კონტრაქტორი კომპანიის “სილქნეტის” ოპტიკური სადენის დაზიანების გამო, დღეს დილიდან, დედაქალაქში განთავსებული ელექტრო ტაბლოები მუშაობს შეფერხებით „შეფერხება ფიქსირდება ასევე კომპანიის...

დაწვრილებითDetails

იმერეთში ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით ჩადენილი ხულიგნობის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს

იანვარი 29, 2026
16
მთავარი

იმერეთის პოლიციამ ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით ჩადენილი ხულიგნობის ბრალდებით ერთი პირი ცხელ კვალზე დააკავა შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით ჩადენილი ხულიგნობის ბრალდებით 1994 წელს დაბადებული კ.გ....

დაწვრილებითDetails

29 იანვრის ასტროლოგიური პროგნოზი

იანვარი 29, 2026
353
მთავარი

29 იანვარი — შემაჯამებელი დღე   ხუთშაბათი ხელსაყრელია მათთვის, ვისაც ცვლილებების არ ეშინია, ხოლო პრობლემური იქნება მათთვის, ვინც წარსულს ებღაუჭება.   დღის პროგნოზი ნიშნების მიხედვით:   ვერძი — ვარსკვლავები თქვენს...

დაწვრილებითDetails

ფირის ფოტოგრაფია „საირმეს რეკრეაციულ ფერმაში“ – რეზი ყენიას ფოტოამბავი

იანვარი 28, 2026
21
მთავარი

„საირმეს რეკრეაციული ფერმის“ ერთ-ერთი მთავარი მიზანი გადაშენების პირას მყოფი ცხოველების გამრავლება და მათი ბუნებრივ ჰაბიტატში დაბრუნებაა. რეკრეაციული ფერმა ხელმისაწვდომია ყველასთვის, ვისაც ბუნებასთან სიახლოვე უყვარს, ახალი სანახაობა იზიდავს. მრავალფეროვანი ლანდშაფტი და...

დაწვრილებითDetails

ვალუტის კურსი

იანვარი 28, 2026
147
ეკონომიკა

აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6927 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.6927 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6932 ლარი იყო....

დაწვრილებითDetails

“ოპონენტებად ვაღიარებთ, ვინც კონსტიტუციურ წესრიგს აღიარებს” – შალვა პაპუაშვილი

იანვარი 28, 2026
22
მთავარი

ოპონენტებად ვაღიარებთ, ვინც კონსტიტუციურ წესრიგს აღიარებს - ვინც არ აღიარებს, ის საქართველოს კონსტიტუციას მტრობს და რა თქმა უნდა, რთული იქნება, ასეთი დებატების მონაწილეები ვიყოთ, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა დებატებზე საუბრისას...

დაწვრილებითDetails

პროკურატურა ლევან ჯანგველაძის მკვლელობის საქმეზე განცხადებას ავრცელებს

იანვარი 28, 2026
45
მთავარი

სააპელაციო სასამართლომ ლევან ჯანგველაძის შეკვეთით და ანგარებით განზრახ მკვლელობის საქმეზე მსჯავრდებულ გელა უძილაურის მიმართ პირველი ინსტანციის განაჩენი, რომლითაც მას უვადო თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა, უცვლელად ძალაში დატოვა. სასამართლო პროცესზე წარდგენილი მტკიცებულებებით...

დაწვრილებითDetails
მეტის ნახვა

კატეგორიები


No Result
View All Result

© 2023 Broadcasting Company «MEGATV» - ყველა უფლება დაცულია სამაუწყებლო კომპანია «მეგაTV».

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი
  • შესვლა!

© 2023 Broadcasting Company «MEGATV» - ყველა უფლება დაცულია სამაუწყებლო კომპანია «მეგაTV».