გვატემალაში პაკაიას ვულკანიდან ლავის ნაკადი უკვე 50 დღის განმავლობაში იფრქვევა. ის ახლა 2,400 მეტრზეა გადაჭიმული და ნელ-ნელა უახლოეს დასახლებას, სან-ვისენტე-პაკაიას უახლოვდება!
ადგილობრივი ფერმერების თქმით, ლავის ნაკადი ფერდობებზე მათ მოსავალს ანადგურებს, რომელთა შორისაა ყავა, სიმინდი, ავოკადო და ლობიო. ასევე განადგურდა ერთ-ერთი არასაცხოვრებელი შენობა.
გვატემალას სეისმოლოგიის, ვულკანოლოგიის, მეტეოროლოგიისა და ჰიდროლოგიის ეროვნული ინსტიტუტის “Insivumeh”-ის ცნობით, პაკაიას ვულკანური აქტივობა გრძელდება. სეისმური სადგურები ასევე მუდმივად აფიქსირებენ მცირე ზომის მიწისძვრებს, რომლებიც მაგმის მატებასთან და ვულკანური გაზების გამოყოფასთან არის დაკავშირებული