LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
“გვაგინებენ, ქვეყნის მტრებს და რუსეთის მომხრეებს გვეძახიან, რუსოფილები ხართ თქვენ ვინც ამას ლაპარაკობთ”- მამა შალვა

“გვაგინებენ, ქვეყნის მტრებს და რუსეთის მომხრეებს გვეძახიან, რუსოფილები ხართ თქვენ ვინც ამას ლაპარაკობთ”- მამა შალვა

დაპოსტა 2024/12/13-ში
A A
56
ნახვა
გაზიარება

ამდენი წელია, ეკლესიას გვლანძღავენ, გვაგინებენ, ქვეყნის მტრებს, რუსოფილებს გვეძახიან ადამიანებს და რუსეთის მომხრეებს გვეძახიან. ერთ-ერთი თუ ვინმე წინააღმდეგი იყო რუსეთის ეკლესიის ან რუსეთის პოლიტიკის, მე ვიყავი ყოველთვის. რას ნიშნავს რუსოფილი? რუსოფილები ხართ თქვენ, ვინც ამას მეუბნებით და რუსული ნარატივები გაქვთ თქვენ, ვინც ამას ლაპარაკობთ, – განაცხადა თბილისის ვაკის მაცხოვრის ფერიცვალების სახელობის ტაძრის წინამძღვარმა, დეკანოზმა შალვა კეკელიამ, ვიდეომიმართვაში, რომელიც აქციის მონაწილეებთან ინციდენტის შემდეგ გაავრცელა.

მისი განცხადებით, ევროპა არ არის ადამიანის აზრის გამოხატვის წინააღმდეგ წასვლა და საწინააღმდეგო მოსაზრების მქონე აზრის ადამიანის ჩაქოლვა.

„ევროპა ეს არ არის, ევროპა არ არის ძალადობა, ევროპა არ არის მივარდნა და ადამიანის აზრის გამოხატვის წინააღმდეგ წასვლა. თუ ადამიანი არ გეთანხმება, ამის გამო, შენ ადამიანი არ შეიძლება ჩაქოლო და გაანადგურო. ადამიანები, დედმამიშვილები ერთმანეთს კარგავენ იმის გამო, რომ მეორე ადამიანს განსხვავებული აზრი აქვს. ეგ არის ევროპულობა? რად გვინდა ეგეთი რამე, თუ განსხვავებული აზრის გამო ადამიანს კლავ და თუ შენს აზრს არ ეთანხმება ადამიანი, ამიტომ მტერია ქვეყნის – ასე რომ ადამიანზე საუბრობ. ან ვინ გაიგო ასეთი რამე, რას ნიშნავს მოვარდნები ეკლესიაში, მაშინ აღარ გაგვაჩეროთ, მოგვივარდით. მოდით, ეკლესიაში მივუვარდეთ მამა შალვას, მოდით, გამოვათრიოთ ტაძრიდან – არავის გაუპროტესტებია.“ – განაცხადა დეკანოზმა შალვა კეკელიამ.

მან ასევე მიმართა თვისი მრევლის იმ ნაწილს, რომლებიც აქციას მშვიდობიანს უწოდებენ და ფეიერვერკების სროლასაც ამართლებენ, ამავე დროს, დაგმო სამართალდამცავთა მხრიდან გამოვლენილი ძალადობაც.

მამა შალვა კეკელიამ ხაზი გაუსვა იმასაც, რომ ისეთი ადამიანები საუბრობენ სამშობლოსა და გაჭირვებულებზე, რომლებსაც თავად 80 000-იანი ხელფასები აქვთ, მათ ოპერატორებს კი – 1200 ლარიანი.

„მე მინდა ახლა ჩემს მრევლს მოგმართოთ, ვინც მეუბნებით, რომ მამაო, მშვიდობიანი აქციებია, იცით მამაო, როგორი გართობა და როგორი სიხარულია? ზოგიერთი ამ ფეიერვერკის სროლას რომ ამართლებთ. მე პოლიციის [ძალადობასაც] ვგმობ, საშინელებაა, როცა ახალგაზრდებს ცემენ და იჭერენ, ციხეებში სვამენ და რომ დაიჭერ ადამიანს, მერე ჩუმად რომ ურტყამ პოლიციელი, ამაზე საშინელება რა უნდა იყოს ხომ? როგორ შეიძლება თუ დაიჭირე ადამიანი, მერე იმას ურტყა, ამაზე მწარე ხომ არაფერი არაა? მაგრამ, როდემდე უნდა ვიყოთ ასე? ეკლესიებში უნდა მოგვივარდეთ? შემოგვივარდით, გამოგვყარეთ ეკლესიიდან და დაგვხოცეთ მაშინ. რას ნიშნავს ეგეთი რაღაცები? მე ჩემი ქვეყნის ერთგული ვარ და მთელი ჩემი ცხოვრება, ამ ქვეყანას ვემსახურებოდი იმათგან განსხვავებით, მღვდლებს რომ აყვედრიან რაღაცებს. 80 000-იანი ხელფასები აქვთ და ისინი სამშობლოზე და გაჭირვებულებზე ლაპარაკობენ და მის ჩვეულებრივ ოპერატორს 1200 აქვს ხელფასი – შენ ზრუნავ ქვეყანაზე, შენ გინდა ქვეყანაზე იზრუნო? და ეს ხალხი ზრუნავს ქვეყანაზე? ხალხი მართლა რომ გაჭირვებაშია, ეს ხალხი მოვიდნენ და ჩემთან რომ დადიან გაჭირვებულები, მაგათ გაუგზავნონ ამხელა ხელფასები და დაეხმარონ იმ ხალხს, ჩამტკბარები არიან ამ თავიანთ ქონებაში და ხალხს იყენებენ, მართლა უნამუსოები და მართლა ქვეყნის გამყიდველები. არანაირი ღირსება ამათ არ გააჩნიათ“, – აღნიშნა დეკანოზმა.

გაზიარება22

დაკავშირებული -პოსტები

14 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

by მეგა TV
მაისი 14, 2026
0
როგორ მივიზიდოთ ბედნიერება და იღბალი, ისე რომ სულ თან გვახლდეს
მთავარი

ვერძი   სასურველია, დღევანდელი დღე მეგობრების წრეში გაატაროთ, ხოლო თუ მხიარულ განწყობასაც შეიტანთ გარშემომყოფებში, მაშინვე გახდებით თავშეყრის სული და გული და კომპლიმენტებსაც მრავლად დაიმსახურებთ.   კურო   დაუვიწარი იქნება დღევანდელი...

დაწვრილებითDetails

ოქრო იაფდება, ვერცხლი კი ძვირდება-რა ღირს გრამი

by მეგა TV
მაისი 13, 2026
0
რა ღირს ოქრო და ვერცხლი საქართველოში?
მთავარი

მსოფლიო ბირჟებზე ოქრო ფასი მცირედით იაფდება, თუმცა საგულისხმოა, რომ უკანასკნელ მონაცემებთან შედარებით გაძვირებულია ვერცხლი. თბილისის დროით 12:30 საათისთვის 1 უნცია ძვირფასი ლითონის ღირებულება 4 695 დოლარი გახდა, რაც დღიურ ჭრილში...

დაწვრილებითDetails

მართვის მოწმობის პრაქტიკულ გამოცდასთან დაკავშირებით ახალი წესები ამოქმედდება

by მეგა TV
მაისი 13, 2026
0
მართვის მოწმობის პრაქტიკულ გამოცდასთან დაკავშირებით ახალი წესები ამოქმედდება
მთავარი

2026 წლის ივნისიდან ავტოსატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მისაღებ პრაქტიკულ გამოცდასთან დაკავშირებით მნიშვნელოვანი ცვლილება ამოქმედდება - ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო ავრცელებს. უფრო კონკრეტულად, ცვლილებების შედეგად, ორშაბათიდან პარასკევის...

დაწვრილებითDetails

ვალუტის განახლებული კურსი 13 მაისისთვის

by მეგა TV
მაისი 13, 2026
0
რა ეღირება დოლარი და ევრო 9 აგვისტოს?
ეკონომიკა

საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, 2026 წლის 14 მაისიდან ერთი აშშ დოლარი – 2.6818, ევრო – 3.1404, ბრიტანული გირვანქა სტერლინგი კი 3.6245 ლარი ეღირება. დღეს კი, ოფიციალური კურსით,...

დაწვრილებითDetails

შინაგან საქმეთა სამინისტრო სპეციალურ განცხადებას ავრცელებს

by მეგა TV
მაისი 13, 2026
0
შინაგან საქმეთა მინისტრმა საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით ბრძანება გამოსცა
მთავარი

შინაგან საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს. როგორც განცხადებაშია ნათქვამი, ინფორმაცია, თითქოს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ არამიზნობრივად გახარჯა ბიუჯეტის სახსრები უცხოელ არალეგალთა ქვეყნიდან გაძევების პროცესში, არის სრული მანიპულაცია და მიზნად ისახავს საზოგადოების...

დაწვრილებითDetails

„ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი 44 პირი დააკავეს

by მეგა TV
მაისი 13, 2026
0
სოფელ ახალშენში ჯარისკაცი გარდაცვლილი იპოვეს
მთავარი

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ბოლო 24 საათის განმავლობაში, ქვეყნის მასშტაბით, კომპლექსურად ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საპროცესო მოქმედებების შედეგად, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, „ქურდულ სამყაროსთან” კავშირში მყოფი 44 პირი დააკავეს. როგორც ცენტრალური კრიმინალური...

დაწვრილებითDetails

ხორცპროდუქტების უკანონო საწარმო გამოვლინდა

by მეგა TV
მაისი 13, 2026
0
სურსათის ეროვნული სააგენტო მნიშვნელოვან ინფორმაციას ავრცელებს
მთავარი

სურსათის ეროვნული სააგენტოს აჭარის დეპარტამენტის ინსპექტორებმა, არაგეგმური სახელმწიფო კონტროლის ფარგლებში, დაბა ჩაქვში (ი. გოგებაშვილის II შეს. N 30) ხორცპროდუქტების უკანონო საწარმო გამოავლინეს. შემოწმების შედეგად დადგინდა, რომ ბიზნესოპერატორი საქმიანობდა ეკონომიკურ საქმიანობათა...

დაწვრილებითDetails

ქრთამის აღების ფაქტზე მერის წარმომადგენლები დააკავეს

by მეგა TV
მაისი 13, 2026
0
ქრთამის აღების ფაქტზე მერის წარმომადგენლები დააკავეს
მთავარი

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლების მიერ, ორ სხვადასხვა მუნიციპალიტეტში, გამოვლენილია კორუფციული ფაქტები, რასთან დაკავშირებითაც სამი პირი დაკავებულია, მათ შორის მუნიციპალიტეტის მერის ორი წარმომადგენელი. პირველ შემთხვევაში, კორუფციული დანაშაული გამოვლინდა ადიგენის...

დაწვრილებითDetails

საქართველოდან უცხო ქვეყნის 74 მოქალაქე გააძევეს

by მეგა TV
მაისი 13, 2026
0
საქართველოდან უცხო ქვეყნის 34 მოქალაქე გააძევეს
მთავარი

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, სამინისტროს შესაბამის დანაყოფებთან მჭიდრო კოორდინაციით, ბოლო დღეების განმავლობაში ჩატარებული ღონისძიებების შედეგად, უცხო ქვეყნის 74 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს. მიგრაციის დეპარტამენტის მიერ ჩატარებული კომპლექსური ღონისძიებების შედეგად,...

დაწვრილებითDetails

ნარკოდანაშაულის ბრალდებით 2 პირი დააკავეს

by მეგა TV
მაისი 13, 2026
0
კახეთში დასუფთავების სამსახურის თანამშრომელს მანქანა დაეჯახა
მთავარი

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ძველი თბილისის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული ნივთიერებისა და ფსიქოტროპული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით 2 პირი დააკავეს. მათ...

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • მთავარი
  • ახალი ამბები
  • ქვიზი
  • ჯგუფი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"