გერმანული მწარმოებლის BioNTech-ის ვაქცინა, სავარაუდოდ, კორონავირუსის ახალი შტამისთ, “ომიკრონით” ინფიცირების შემთხვევაში დაავადების მძიმე ფორმისგან დაცვას შეძლებს.
ამის შესახებ კომპანიის თანადამფუძნებელმა, უღურ შაჰინმა განაცხადა. ინფორმაციას DW ავრცელებს.
”ჩვენ გამოვდივართ იმ ვარაუდიდან, რომ ეს დაცვა კიდევ უფრო გამოხატული იქნება, თუ ადამიანები მესამე აცრას გაიკეთებენ”, – ხაზგასმით აღნიშნა შაჰინმა.
მისი თქმით, არავინ არ უნდა დაკარგოს სიმშვიდე “ომიკრონთან” მიმართებაში, პირიქით, ახლა საუბარია იმაზე, თუ როგორ უნდა მოხდეს სწრაფი რევაქცინაცია.
“ომიკრონმა, შესაძლოა, ინფიცირების მეტი რაოდენობა გამოიწვიოს, თუმცა, კორონავირუსის სხვა ვარიანტების შემთხვევაში, BioNTech/Pfizer ვაქცინა დაავადების მძიმე ფორმით მიმდინარეობისგა კარგად იცავს”, – თქვა მან.
ამასთან, შაჰინმა აღნიშნა, რომ საჭირო იქნება თუ არა ახალ ვერსიაზე ადაპტირებული ვაქცინის შემუშავება, უახლოეს კვირებში, ან, შესაძლოა, თვეებში გაირკვევა. მისი თქმით, BioNTech მოვლენების ასეთი განვითარებისთვის ფუნდამენტურად მზად არის.
“პირველი საბაზრო პარტიის, პირველი 25-50 მილიონი დოზის წარმოებისთვის, დაახლოებით 100 დღე დაგვჭირდება“, – განაცხადა მან










