სამხრეთ აფრიკაში კაცმა ერთი ბოთლი Jägermeister-ი 2 წუთში დალია და გარდაიცვალა. ამის შესახებ Daily Mail-ი წერს.
გამოცემის ინფორმაციით, ეს ალკოჰოლის მაღაზიის „ჩელენჯი“ იყო, რომლის მონაწილეებსაც Jägermeister-ი ყველაზე სწრაფად უნდა დაელიათ. გამარჯვებული 200 რანდს მიიღებდა, რაც დაახლოებით 35 ლარია.
კაცი ბოთლის დაცლის შემდეგ დაეცა. ის საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც ექიმებმა გარდაცვლილად გამოაცხადეს. მისი ვინაობა არ საჯაროვდება, ცნობილია მხოლოდ ის, რომ გარდაცვლილის ასაკი 25-40 წელი. მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.
Jägermeister-ი ძლიერი გერმანული ლიქიორია. სპირტის შემცველობა მასში 35%-ს შეადგენს.










