გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა განაცხადა, რომ გერმანია გააგრძელებს უკრაინის იარაღით მხარდაჭერას მანამ, სანამ საჭირო იქნება.
„ევროპისა და დასავლური დემოკრატიებისთვის უკრაინაზე ძალადობრივი თავდასხმა მიუღებელია“, – აღნიშნა გერმანიის კანცლერმა.
„ეს სანქციები მუშაობს. დიახ, ეს სანქციები ჩვენც გვაყენებს ზიანს. ისინი აზიანებენ ჩვენს კომპანიებს, მაგრამ სანქციები სწორი პასუხუია“, – აღნიშნა ოლაფ შოლცმა.
ოლაფ შოლცის თქმით, თავისუფლებასა და დემოკრატიას თავისი ფასი აქვს.
„მეგობრებთან და პარტნიორებთან სოლიდარობას თავისი ფასი აქვს და ჩვენ მზად ვართ, გადავიხადოთ ეს ფასი“, – დასძინა მან.