გერმანიის შინაგან საქმეთა მინისტრი იუსტიციის სამინისტროს ყოფილი ხელმძღვანელი კრისტინა ლამბრეხტი გახდა.
ის ამ თანამდებობაზე ზედიზედ მესამე ქალია, ურსულა ფონ დერ ლაინენისა და ანეგრეტ კრამპ-კარენბაუერის შემდეგ. ლამბრეხტი გერმანიის სოციალ-დემოკრატიული პარტიის წევრია, რომლის წარმომადგენელი ოლაფ შოლცი გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის კანცლერი გახდა.










