გერმანიაში თამბაქოს მოპარვის მცდელობისთვის საქართველოს სამი მოქალაქე დააკავეს
ინფორმაციას გერმანული მედია ავრცელებს და წერს, რომ ერთ-ერთმა ადგილობრივმა ინციდენტი მობილური ტელეფონით გადაიღო.
ვიდეოში ჩანს როგორ ცდილობს ორი ქართველი ხრახნის გამოყენებით სიგარეტის აპარატის გახსნას, მესამე კი 5 მეტრის მოშორებით დგას და პერიმეტრს აკონტროლებს.
ინციდენტში მონაწილე სამივე პირი პოლიციამ შემთხვევის ადგილას დააკავა. გერმანული მედიის ცნობით, სამი დაკავებულიდან ერთ-ერთის წინააღმდეგ ოთხი დაპატიმრების ორდერი მანამდე იყო გაცემული.
ცნობილია ხელვაჩაურში გარდაცვლილი და-ძმის ვინაობა
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში 55 წლამდე და-ძმის ცხედარი იპოვეს. არსებული ინფორმაციით, ცხედრები სახლის მიმდებარედ იპოვეს და და-ძმას ძალადობის კვალი არ აღენიშნება. გარდაცვლილები არიან დარია და ტარიელ ფარტენაძეები. ისინი სოფელ აჭარისაღმართიდან...










