გერმანიაში, მაგდებურგის საშობაო ბაზრობაზე, მანქანა ხალხის მასაში შევარდა.
ინციდენტი დაადასტურა საქსონია-ანჰალტის მთავრობის ოფიციალურმა წარმომადგენელმა. რეგიონული მთავრობის წყაროს ინფორმაციით, მამაკაცი უკვე დააკავეს.
მაგდებურგის პოლიციის ინფორმაციით, ინციდენტის შედეგად, მინიმუმ ერთი ადამიანი დაიღუპა და რამდენიმე დაშავდა.
წყარო: პრაიმ ტაიმი








