გერმანიის ქალაქ ვიურცბურგში ცივი იარაღით თავდასხმისას მოკლული სამივე ადამიანი ქალია.
24 წლის ეჭვმიტანილმა, სომალელმა ემიგრანტმა, უნივერმაღის სამზარეულოს განყოფილებიდან დანა აიღო და რამდენიმე ადამიანს თავს დაესხა, შემდეგ კი გარე პერიმეტრზე გადაინაცვლა. თავდასხმის შედეგად დაშავდა 5 ქალი და 1 ბავშვი.
მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ეჭვმიტანილი სავარაუდოდ ფსიქიკურად გაუწონასწორებელია და შესაძლოა ექსტრემისტი ისლამური შეხედულებების მიმდევარიც.
პოლიციის განცხადებით, უცნობია გადარჩებიან თუ არა საავადმყოფოში გადაყვანილი მძიმედ დაჭრილი ადამიანები.
დაკავებამდე ეჭვმიტანილი ცეცხლსასროლი იარაღით დაიჭრა.