სუსის მასალების გაჟონვამ, რომელიც მიყურადებასა და პირად ინფორმაციას შეიცავდა , ადამიანები შოკში ჩააგდო.
ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის დირექტორი ფაწტს ეხმაურება და წერს:
,,სუს-ს ყველანაირი შესაძლებლობა და გარანტია აქვს ჩვენ სათვალთვალოდ და ამას ისე გააკეთებს, ვერავინ გაიგებს.
ხომ გითქვამთ ყველას საუბრისას, ტელეფონში არ მინდა თქმაო, ხოდა ეგ მაგას ნიშნავს, რომ მოსმენის შიში გაქვთ, იცით, რომ ნებისმიერ წუთს მოგისმენენ და რაც ყველაზე ცუდია, კაცმა არ იცის, როდის გამოგიქვეყნებენ.
ხოდა ასეთი ყოვლისშემძლე სუს რომ გვყავს და ყველას, მათ შორის, ყველაზე ძლევამოსილებსაც რომ შეიძლება მოუსმინონ, რა გიკვირთ, ასეთი ამბები რომ ხდება. თუ მართლა ანგელოზები გგონიათ და მათ პატიოსან სიტყვას რომ ენდობით, შეგვიძლია მოამენა, მაგრამ ამას არ გავაკეთებთო?
გენიალური გერმანული დრამაა “სხვათა ცხოვრება” (Das Leben der Anderen), აღმოსავლეთ გერმანიის უშიშროება (შტაზი) როგორ დასდევდა ყველას და ყველაფერს. აი, ეგ გვიცოცხლდება ყვეყანაში.
პს. ხვალ ჩემზეც რომ გავიგო, ამბებს კრებენ და გისმენენო, ვეტყვი, ეგ რომ არ ექნათ, ის უფრო გამიკვირდებოდა მეთქი.










