LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
გელათში დაზიანებულ კრამიტებს მყარი სახურავი შეცვლის – საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის სააგენტო

გელათთან დაკავშირებული ჩუბინიშვილის ცენტრის ანგარიში

დაპოსტა 2023/01/31-ში
A A
80
ნახვა
გაზიარება

ჩუბინიშვილის ცენტრმა გელათის მონასტერზე დასკვნა მოამზადა. ანაგრიშში წერია, რომ ძეგლის მართვასთან დაკავშირებული ფუნდამენტური პრობლემები მრავალმხრივია, გადაწყვეტილებების მიღების პროცესი კი უკიდურესად ცენტრალიზებული და გაუმჭვირვალეა.

გარდა ამისა დოკუმენტში აღნუშნულია, რომ კულტურის მინისტრის, თეა წულუკიანის მინისტრობის პერიოდში დაქირავებული იტალიური ასოციაციის მიერ შემოთავაზებული მეთოდოლოგია და წარმოებული სამუშაოები უკიდურესად ნეგატიურად არის შეფასებული.

“გელათის მოხატულ ტაძრებთან დაკავშირებული კრიზისი, რომელიც არაერთი წელია გრძელდება, მიუხედავად სახელმწიფო სტრუქტურების მცდელობებისა, კვლავაც მოუგვარებელ პრობლემად რჩება. მეტიც, წარსულში წლების მანძილზე მოვლენები და დარგის მესვეურთა მხრიდან ბოლო ორი წლის მანძილზე მდგომარეობის გამოსწორების მიზნით განხორციელებული ქმედებები ცხადად მიუთითებს ფუნდამენტური სისტემური განახლების აუცილებლობას.

გადაწყვეტილებებისა და შეფასების პროცესიდან სამეცნიერო კომპონენტის გათიშვა, ერთიანი გეგმის, ვითარების გააზრების და მწყობრი მეთოდოლოგიის გარეშე, მწირი კვლევითი და საანგარიშო დოკუმენტაციით წარმართული ფიზიკური სამუშაოები ცხადად აჩვენებს, რომ მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლი.

“გელათის მონასტერი” მართვის ხარისხი შორს არის თანამედროვე საერთაშორისო მოთხოვნებისგან. მთავარი ტაძრის დასავლეთი მკლავის მხატვრობის არასწორი კონსერვაცია, რომელსაც მოხატულობის დაზიანების პროცესის აქტივიზაცია მოყვა და თვითნებური ტონირება-რესტავრაცია, რომელიც მხატვრობის ავთენტურობის დარღვევას წარმოადგენს, სცილდება პროფესიულ ეთიკისა და საერთაშორისო სტანდარტების ნორმებს.

მდგომარეობის გამოსასწორებლად აუცილებელია დარგის მესვეურთა მიერ უგულებელყოფილი მაღალკვალიფიციური ექსპერტების რეკომენდაციების შესრულება: გელათის ტაძრების მოხატულობებისა და სტრუქტურებისთვის უსაფრთხო და გრძელვადიანი მუშაობისთვის შესაბამისი გარემოს უზრუნველმყოფი ერთიანი დროებითი გადახურვის მოწყობა; ყველა სივრცეში გარემო პირობებისა და მოხატულობების უწყვეტი მონიტორინგი; აუცილებლობის შემთხვევაში, დასაბუთებული, ანალიზს დაფუძნებული და კონკრეტული ვითარების შესაბამისი მეთოდოლოგიისა და მასალების გამოყენებით შესრულებული გადაუდებელი ფიზიკური სამუშაოები; კონსერვაციის გეგმის შემუშავება და მასზე დაყრდნობით შემდგომი სამუშაოების ეტაპობრივი განხორციელება. გადაუდებელ აუცილებლობად გვესახება გელათის ძეგლის მართვისა და კონსერვაციის პრობლემების ანალიზის საფუძველზე მკაფიო გადაწყვეტილებების ინიცირება და მიღება; პროცესების არსებითი კორექტირება თანამედროვე საერთაშორისო სტანდარტების კვალად და მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლთა მართვის თანამედროვე სტანდარტების დანერგვა.. ​

ექსპერტთა მიერ პირველი რიგის ამოცანად დასახელებული იქნა მაღალი ტენიანობის პრობლემის მოგვარება და ტაძრის ინტერიერის ხანგრძლივი და თანაბარი გამოშრობა, მოხატულობის მუდმივი მონიტორინგის თანხლებით და უკიდურესი აუცილებლობის შემთხვევაში გადაუდებელი ჩარევების განხორციელება. სრულიად მკაფიოდ იქნა გაცემული რეკომენდაცია მოხატულობის სრული კონსერვაციის შესაძლებლობის შესახებ მხოლოდ ტაძრის სრული გამოშრობის შემდეგ.”- წერია ანგარიშში.

ცნობისთვის, ცენტრმა ანგარიში მართლმადიდებელი ეკლესიის მიმართვის საპასუხოდ მოამზადა.

თეგები: აუდიტის დასკვნაგელათიჩუბინიშვილის ცენტრი
გაზიარება32

დაკავშირებული -პოსტები

დამოუკიდებელი მედია და გამოხატვის თავისუფლება პირდაპირი თავდასხმისა და სისტემური ზეწოლის ქვეშ იმყოფება – მედიის ადვოკატირების კოალიცია

by მეგა TV
ივლისი 22, 2026
0
საზოგადოებრივ მაუწყებელში  თანამშრომელთა დევნის პრაქტიკა გრძელდება
მთავარი

ვეყანაში დამოუკიდებელი მედია და გამოხატვის თავისუფლება პირდაპირი თავდასხმისა და სისტემური ზეწოლის ქვეშ იმყოფება - ამის შესახებ მედიის ადვოკატირების კოალიციის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი. კოალიცია ვახო სანაიას ფეისბუქ პოსტის გამო დაკავებას...

დაწვრილებითDetails

ნატა ვიბლიანი ჩვენებას აძლევს

by მეგა TV
ივლისი 22, 2026
0
9 წლის ასაკიდან ნათესავი სექსუალურად ძალადობდა ჩემზე, ბრძანება გასცეს რომ ბავშვი უნდა მომკვდარიყო – რას ყვება ნატა ვიბლიანი
მთავარი

ნატა ვიბლიანი ჩვენებას იწყება - ქალი რომელიც ამბობს, რომ 9 წლიდან აუპატიურებდნენ, ემიგრაციიდან დისტანიცურად პასუხობს ქართველი გამომძიებლების კითხვებს. შინაგან საქმეთა სამინისტრო ცდილობს დაადგინოს, ვინ არიან ის პირები, ვინც წლების განმავლობაში, სავარაუდოდ აუპატიურებდნენ ცხრა წლის გოგონას....

დაწვრილებითDetails

„Jack Daniel’s“-ის სასაქონლო ნიშნით განსაკუთრებით დიდი ოდენობით ყალბ ალკოჰოლურ სასმელს ამზადებდნენ – დაკავებულია 2 პირი

by მეგა TV
ივლისი 22, 2026
0
„Jack Daniel’s“-ის სასაქონლო ნიშნით განსაკუთრებით დიდი ოდენობით ყალბ ალკოჰოლურ სასმელს ამზადებდნენ – დაკავებულია 2 პირი
მთავარი

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ჯგუფურად სასაქონლო ნიშნის მართლსაწინააღმდეგო გამოყენების ფაქტზე ორი პირი დააკავეს. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულები, უკანონო შემოსავლის მიღების მიზნით, „Jack...

დაწვრილებითDetails

ოჯახი 79 წლის ბაბალე ნათელა ბაბელაშვილს ეძებს

by მეგა TV
ივლისი 22, 2026
0
ოჯახი 79 წლის ბაბალე ნათელა ბაბელაშვილს ეძებს
მთავარი

ოჯახი 79 წლის ბაბალე ნათელა ბაბელაშვილს ეძებს. ინფორმაცია სოციალურ ქსელში ვრცელდება. „მეგობრებო. იძებნება ბაბალე(ნათელა) ბაბელაშვილი. 79 წლის. გუშინ დილით სახლიდან გავიდა და აღარ დაბრუნებულა. აქვს მეხსიერების პრობლემა.თუ ვინმე შეხვდებით ან...

დაწვრილებითDetails

წყალტუბო-ხონის დამაკავშირებელი გზის 3 კმ-იანი მონაკვეთის პერიოდული შეკეთება მიმდინარეობს

by მეგა TV
ივლისი 22, 2026
0
წყალტუბო-ხონის დამაკავშირებელი გზის 3 კმ-იანი მონაკვეთის პერიოდული შეკეთება მიმდინარეობს
მთავარი

შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის წყალტუბო-ხონის საავტომობილო გზის 3 კმ-იან (კმ1-კმ3) მონაკვეთზე პერიოდული შეკეთების სამუშაოები მიმდინარეობს. პროექტის შესაბამისად, გზის სავალ ნაწილზე იგება ასფალტ-ბეტონის საფარი, ეწყობა მიერთებები, მოსახლეობის ეზოებში შესასვლელები, კიუვეტები და საგზაო ნიშნები....

დაწვრილებითDetails

ქუთაისი „ევროპის სპორტის ქალაქი 2027“-ის კანდიდატია

by მეგა TV
ივლისი 22, 2026
0
ქუთაისი „ევროპის სპორტის ქალაქი 2027“-ის კანდიდატია
მთავარი

ქუთაისის მერის მოადგილეები დავით ნიშნიანიძე და შალვა მშვილდაძე ევროპის სპორტის დედაქალაქებისა და ქალაქების ფედერაციის (ACES Europe) საექსპერტო კომისიის წევრებს შეხვდნენ. შეხვედრაზე “ქუთაისისთვის ევროპის სპორტის ქალაქი 2027“-ის  სტატუსის მინიჭების საკითხი განიხილეს....

დაწვრილებითDetails

მეგობარი მოატყუა და 16 800 დოლარს თაღლითურად დაეუფლა – დაკავებულია 1 პირი

by მეგა TV
ივლისი 22, 2026
0
დიდხანს ვერ ამოვა თვალებიდან – რას წერს ტრაგიკულად დაღუპული გოგონას ახლობელი
მთავარი

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის საგამოძიებო მთავარი სამმართველოს თაღლითობის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს და დეტექტივების მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ბრალდებით, ერთი პირი დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას...

დაწვრილებითDetails

საქართველოში დიდი რაოდენობით ცეცხლსასროლი იარაღი უკანონოდ შემოჰქონდათ – დაკავებულია 2 პირი

by მეგა TV
ივლისი 22, 2026
0
საქართველოში დიდი რაოდენობით ცეცხლსასროლი იარაღი უკანონოდ შემოჰქონდათ – დაკავებულია 2 პირი
მთავარი

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ,,სარფის" საბაჟო გამშვები პუნქტისა და ,,ფოთის “ გაფორმების ეკონომიკური ზონის მებაჟე ოფიცრებმა, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის თანამშრომლებთან ერთობლივად ჩატარებული საბაჟო პროცედურებისა და საგამოძიებო...

დაწვრილებითDetails

2 პირი თანასოფლელ მამაკაცს ფიზიკურად გაუსწორდა და ადგილიდან მიიმალა

by მეგა TV
ივლისი 22, 2026
0
ბათუმში ავარიის შედეგად 2 ადამიანი დაშავდა
მთავარი

შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის გარდაბნის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჯგუფურად განხორციელებული ძალადობის ბრალდებით, 2 პირი დააკავეს. "გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულები ყოფით ნიადაგზე მომხდარი ურთიერთშელაპარაკებისას, ფიზიკურად გაუსწორდნენ თანასოფლელ მამაკაცს...

დაწვრილებითDetails

ვახო სანაიას 14-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფერდა

by მეგა TV
ივლისი 22, 2026
0
ვახო სანაიას 6-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდა
მთავარი

თბილისის საქალაქო სასამართლომ, პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილისა და დეპუტატ ვლადიმერ ბოჟაძის შესახებ სოციალურ ქსელში დაწერილი პოსტის გამო ჟურნალისტ ვახო სანაიას 14-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა. გადაწყვეტილება მოსამართლე ზვიად ცეკვავამ მიიღო. თბილისის საქალაქო სასამართლოს პოსტზე...

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • მთავარი
  • ახალი ამბები
  • ქვიზი
  • ჯგუფი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"