LIVE TV
ხუთშაბათი, ნოემბერი 20, 2025
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
megatv.ge
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result

გელათთან დაკავშირებული ჩუბინიშვილის ცენტრის ანგარიში

დაპოსტა 2023/01/31-ში
79
ნახვა
გაზიარება

ჩუბინიშვილის ცენტრმა გელათის მონასტერზე დასკვნა მოამზადა. ანაგრიშში წერია, რომ ძეგლის მართვასთან დაკავშირებული ფუნდამენტური პრობლემები მრავალმხრივია, გადაწყვეტილებების მიღების პროცესი კი უკიდურესად ცენტრალიზებული და გაუმჭვირვალეა.

გარდა ამისა დოკუმენტში აღნუშნულია, რომ კულტურის მინისტრის, თეა წულუკიანის მინისტრობის პერიოდში დაქირავებული იტალიური ასოციაციის მიერ შემოთავაზებული მეთოდოლოგია და წარმოებული სამუშაოები უკიდურესად ნეგატიურად არის შეფასებული.

“გელათის მოხატულ ტაძრებთან დაკავშირებული კრიზისი, რომელიც არაერთი წელია გრძელდება, მიუხედავად სახელმწიფო სტრუქტურების მცდელობებისა, კვლავაც მოუგვარებელ პრობლემად რჩება. მეტიც, წარსულში წლების მანძილზე მოვლენები და დარგის მესვეურთა მხრიდან ბოლო ორი წლის მანძილზე მდგომარეობის გამოსწორების მიზნით განხორციელებული ქმედებები ცხადად მიუთითებს ფუნდამენტური სისტემური განახლების აუცილებლობას.

გადაწყვეტილებებისა და შეფასების პროცესიდან სამეცნიერო კომპონენტის გათიშვა, ერთიანი გეგმის, ვითარების გააზრების და მწყობრი მეთოდოლოგიის გარეშე, მწირი კვლევითი და საანგარიშო დოკუმენტაციით წარმართული ფიზიკური სამუშაოები ცხადად აჩვენებს, რომ მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლი.

“გელათის მონასტერი” მართვის ხარისხი შორს არის თანამედროვე საერთაშორისო მოთხოვნებისგან. მთავარი ტაძრის დასავლეთი მკლავის მხატვრობის არასწორი კონსერვაცია, რომელსაც მოხატულობის დაზიანების პროცესის აქტივიზაცია მოყვა და თვითნებური ტონირება-რესტავრაცია, რომელიც მხატვრობის ავთენტურობის დარღვევას წარმოადგენს, სცილდება პროფესიულ ეთიკისა და საერთაშორისო სტანდარტების ნორმებს.

მდგომარეობის გამოსასწორებლად აუცილებელია დარგის მესვეურთა მიერ უგულებელყოფილი მაღალკვალიფიციური ექსპერტების რეკომენდაციების შესრულება: გელათის ტაძრების მოხატულობებისა და სტრუქტურებისთვის უსაფრთხო და გრძელვადიანი მუშაობისთვის შესაბამისი გარემოს უზრუნველმყოფი ერთიანი დროებითი გადახურვის მოწყობა; ყველა სივრცეში გარემო პირობებისა და მოხატულობების უწყვეტი მონიტორინგი; აუცილებლობის შემთხვევაში, დასაბუთებული, ანალიზს დაფუძნებული და კონკრეტული ვითარების შესაბამისი მეთოდოლოგიისა და მასალების გამოყენებით შესრულებული გადაუდებელი ფიზიკური სამუშაოები; კონსერვაციის გეგმის შემუშავება და მასზე დაყრდნობით შემდგომი სამუშაოების ეტაპობრივი განხორციელება. გადაუდებელ აუცილებლობად გვესახება გელათის ძეგლის მართვისა და კონსერვაციის პრობლემების ანალიზის საფუძველზე მკაფიო გადაწყვეტილებების ინიცირება და მიღება; პროცესების არსებითი კორექტირება თანამედროვე საერთაშორისო სტანდარტების კვალად და მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლთა მართვის თანამედროვე სტანდარტების დანერგვა.. ​

ექსპერტთა მიერ პირველი რიგის ამოცანად დასახელებული იქნა მაღალი ტენიანობის პრობლემის მოგვარება და ტაძრის ინტერიერის ხანგრძლივი და თანაბარი გამოშრობა, მოხატულობის მუდმივი მონიტორინგის თანხლებით და უკიდურესი აუცილებლობის შემთხვევაში გადაუდებელი ჩარევების განხორციელება. სრულიად მკაფიოდ იქნა გაცემული რეკომენდაცია მოხატულობის სრული კონსერვაციის შესაძლებლობის შესახებ მხოლოდ ტაძრის სრული გამოშრობის შემდეგ.”- წერია ანგარიშში.

ცნობისთვის, ცენტრმა ანგარიში მართლმადიდებელი ეკლესიის მიმართვის საპასუხოდ მოამზადა.

თეგები: აუდიტის დასკვნაგელათიჩუბინიშვილის ცენტრი
გაზიარება32

დაკავშირებული -პოსტები

შუბლის არეში დაარტყა მუშტი- მასწავლებლის გარდაცვალების საქმეზე პროკურატურა ინფორმაციას აქვეყნებს 

ნოემბერი 20, 2025
108
მთავარი

მასწავლებლის გიგა ავალიანის  გარდაცვალების საქმესთან დაკაშირებით პროკურატურა ინფორმაციას აქვეყნებს მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, გვსურს, საზოგადოებას მივაწოდოთ ინფორმაცია თბილისში, ზღვის უბნის დასახლებაში გიგა ავალიანის ჯანმრთელობის მძიმე დაზიანების შედეგად მისი სიცოცხლის მოსპობის...

დაწვრილებითDetails

“მე რატომ არ ვიცნობ იმ დეტალებს” – გარდაცვლილი მასწავლებლის გიგა ავალიანის დედა

ნოემბერი 20, 2025
110
გიგა ავალიანის დედა
მთავარი

მოკლული მასწავლებლის, გიგა ავალიანის დედა, ეკა კუპატაძე პროკურატურას ღია წერილით მიმართავს: გამწარებული დედის ღია წერილი საქართველოს პროკურატურას. მოგესალმებით! მე ვარ არასრულწლოვნების ჯგუფის მიერ მოკლული ექიმის/მასწავლებლის, გიგა ავალიანის დედა. საქმე გახმაურებულია,...

დაწვრილებითDetails

 ქუთაისში ინოვაციური იდეების კონკურსის გამარჯვებულები გამოვლინდნენ

ნოემბერი 20, 2025
29
მთავარი

 ქუთაისში ინოვაციური იდეების კონკურსის შეფასების პროცესი დასრულდა და ჟიურის გადაწყვეტილებით,  ორი გამარჯვებული გუნდი გამოვლინდა, რომელთა იდეები  ქალაქის ეკოლოგიურად მდგრად განვითარებასა და თანამედროვე ურბანული გამოწვევების გადაჭრისკენა მიმართული.  ღია კონკურსი, ჩატარდა ურბანული...

დაწვრილებითDetails

ქუთაისში ახალგაზრდა ქალს ეძებენ

ნოემბერი 20, 2025
671
მთავარი

INFOIMERETi-ის ინფორმაციით 10 დღეა ქუთაისში ახალგაზრდა ქალს ეძებენ. მის პირადი ნივთები გუმათჰესის წყალსაცავთან იპოვეს, თუმცა ჯერ-ჯერობით დაზუსტებული არაფერია.  საგანგებო სიტუაციების  მართვის სამსახური  სამძებრო სამუშაოებს ახორციელებს.  

დაწვრილებითDetails

რამდენ ლარად შეიძენთ დოლარს და ევროს 21 ნოემბერს

ნოემბერი 20, 2025
55
ეკონომიკა

აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.7067 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.7067 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.7073 ლარი იყო....

დაწვრილებითDetails

ქუთაისის გზაზე ავარიაში დაშავებული ახალგაზრდა კლინიკაში გაედაიცვალა

ნოემბერი 20, 2025
1.5k
მთავარი

 ქუთაისის გზაზე ავარიის დროს დაშავებული 21 წლის გიორგი ჩოკორაია კლინიკაში გარდაიცვალა - შემთხვევას გიორგის მამა, 50 წლის ბადრი ჩოკორაია, ადგილზე ემსხვერპლა  ავტოსაგზაო შემთხვევა ქუთაისის საავტომობილო გზაზე 10 დღის წინ მოხდა,...

დაწვრილებითDetails

რა პროდუქტის შეგზავნა შეგეძლებათ გიორგობას ციხეებში

ნოემბერი 20, 2025
160
მთავარი

სპეციალური პენიტენციური სამსახური გიორგობის დღესასწაულთან დაკავშირებით, პენიტენციურ დაწესებულებებში ამანათების მიღება 20-21 ნოემბერს 09:00 საათიდან 18:00 საათამდე არის შესაძლებელი. წარმოგიდგენთ იმ კვების პროდუქტების ჩამონათვალს, რომელთა მიღების უფლებაც ბრალდებულს/მსჯავრდებულს ამანათის სახით აქვს:...

დაწვრილებითDetails

საჯარო რეესტრმა Eagle Hills საქართველოს რეგისტრირებულ მონაცემებში ცვლილებაზე უარი უთხრა

ნოემბერი 20, 2025
71
ეკონომიკა

საჯარო რეესტრმა Eagle Hills საქართველოს რეგისტრირებულ მონაცემებში ცვლილებაზე უარი უთხრა და ხარვეზების აღმოსაფხვრელად 30-დღიანი ვადა მისცა. როგორც დოკუმენტიდან ირკვევა, სარეგისტრაციო მოთხოვნის დაკმაყოფილებისთვის წარმოსადგენია საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად შედგენილი და დამოწმებული სარეგისტრაციო...

დაწვრილებითDetails

თევზის ორ საწარმოში კრიტიკული შეუსაბამობა გამოვლინდა – სეს

ნოემბერი 20, 2025
186
მთავარი

სურსათის ეროვნული სააგენტოს თანამშრომლებმა თევზის საწარმოებში კრიტიკული შეუსაბამობები გამოავლინეს. ამის შესახებ ინფორმაციას სურსათის ეროვნული სააგენტო ავრცელებს. სეს-ს ინფორმაციით, სააგენტოს თანამშრომლებმა 200-მდე ობიექტი შეამოწმეს, საიდანაც, თბილისში, 2 საწარმოში კრიტიკული შეუსაბამობები გამოვლინდა. 9...

დაწვრილებითDetails

ელექტროშოკური მოწყობილობა სამოქალაქო ბრუნვაში იკრძალება – ცვლილებები“ „იარაღის შესახებ“ კანონში

ნოემბერი 20, 2025
34
მთავარი

შინაგან საქმეთა სამინისტრომ აკუსტიკური იარაღის, ელექტროშოკური და გაზის აეროზოლური მოწყობილობების ბრუნვის რეგულირებასთან დაკავშირებით, საკანონმდებლო ცვლილებები შეიმუშავა.“ „იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, დღეს ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტზე იმსჯელებენ. სიახლის მიხედვით,...

დაწვრილებითDetails
მეტის ნახვა

კატეგორიები


No Result
View All Result

© 2023 Broadcasting Company «MEGATV» - ყველა უფლება დაცულია სამაუწყებლო კომპანია «მეგაTV».

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი
  • შესვლა!

© 2023 Broadcasting Company «MEGATV» - ყველა უფლება დაცულია სამაუწყებლო კომპანია «მეგაTV».