სოფელ გეგუთში, ვარციხ-ჰესის დასახლებაში, მრავალბინიანი სახლის სადრენაჟო და საკანალიზაციო სისტემის რეაბილიტაცია მიმდინარეობს, – ინფორმაციას წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს. ამ პრობლემის მოგვარებას ადგილობრივი მოსახლეობა მუდმივად ითხოვდა.
სამუშაოებს შპს. „ქუთაის წყალმშენი ახორციელებს“, ამ პროექტისთვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 61 699 ლარი იხარჯება.
სანიაღვრე არხების და საკანალიზაციო სისტემის მოწესრიგება მიმდინარეობს ქალაქ წყალტუბოში, ნინოშვილის და ავალიანის ქუჩებზე, რისთვისაც ადგილობრივი ბიუჯეტიდან 90 869 ლარია გამოყოფილი. სამუშაოებს შპს. „მიმდემი“ ახორციელებს.
სამუშაოები დღეს წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერმა გრიგოლ იოსელიანმა პირველ მოადგილესთან, ზურაბ მაისურაძესთან ერთად დაათვალიერა.
„საკანალიზაციო სისტემის მოწესრიგება ადგილობრივი ხელისუფლების ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია, რადგან გამართული საცხოვრებელი პირობები ნიშნავს უფრო მეტ კმაყოფილ მოქალაქეს, ჯანსაღ გარემოს და მეტ ტურისტს ჩვენს ქალაქში“ – აცხადებს წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერი გრიგოლ იოსელიანი.
„საირმეს რეკრეაციული ფერმა“ – 1 წელში ინვესტირებული 900 000 ლარი და სამომავლო გეგმები
„საირმეს რეკრეაციული ფერმა“ საქმიანობის 1 წელს აჯამებს „საირმეს რეკრეაციული ფერმის“ 1 წლის შედეგები - დასაქმებულია 12 რეინჯერი, შეძენილია მაღალი გამავლობის 4 ავტომობილი, 2 თოვლმავალი, 3 „ბაგი“, 2 კვადროციკლი, 2 ცხენი,...










