ქუთაისში მიწისქვეშა სასმელი წყლის ინდუსტრიის პროექტის პრეზენტაცია გამართა.
პრეზენტაცია სააქციო საზოგადოებამ “საქართველოს ბუნებრივი სასმელი წყლის ინდუსტრია” წარმოადგინა. პროექტის სტრატეგიულ მიზანს შეადგენს მუნიციპალიტეტებში მაღალხარისხოვანი მიწისქვეშა ბუნებრივი სასმელი წყლის ჩამომსხმელ-დამფასოებელი საწარმოების შექმნა და პარტნიორ-ინვესტორის დახმარებით მზა პროდუქციის გატანა საერთაშორისო ბაზარზე.
გეგმაშია 190 ქარხნის აშენება. პროფესორ პაატა გიორგაძის თქმით პროექტის წლიური მოგება 12 მილიარდი დოლარი იქნება, საიდანაც წლიურად 3 მილიარდი დოლარი ქვეყნის ბიუჯეტში ჩაირიცხება.
ამ ეტაპისათვის პროექტთან დააკვშირებით საინფორმაციო შეხვდრები და ხელმოწერების შეგროვების პროცესი მიმდინარეობს იანიციატივის პარლამენტში შესატანად.
„ჩვენ უკვე განვსაზღვრეთ ყველაფერი. ეს არანაირად არ დააზინებს ეკოლოგიას, ამასთან გახდება საქართველოს ეკონომიკური აღმავლობის სტაბილური გარანტი” – განაცხადა პაატა გიორგაძემ.