საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, მიხეილ სააკაშვილი ჩამოვიდა ქვეყანაში დესტაბილიზაციისა და ქაოსის მოწყობის მიზნით.
“2 ოქტომბერს, არჩევნების შედეგების გამოცხადებამდე გეგმავდნენ რუსთაველის გამზირზე 2-3 ოპოზიციური ლიდერის მკვლელობას, იყო გეგმა, რომ აიღებდნენ ცესკოს შენობას, პარლამენტს, კანცელარიას და სრულ ქაოსში გაეხვეოდა ჩვენი ქვეყანა, ასეთი სცენარით ჩამოვიდა სააკაშვილი და ეს ავარიდეთ ჩვენს ქვეყანას.
სცენარი ხელისუფლებისთვის ცნობილი იყო მის ჩამოსვლამდე და სწორედ ამიტომაც, მოხდა პრევენცია საჭირო დროს, საჭირო მომენტში და ძალიან სიმბოლურად დაემთხვა 1-ელ ოქტომბერს სააკაშვილის დაკავება”, – განაცხადა ღარიბაშვილმა.
შეგახსენებთ, საქართველოს მესამე პრეზიდენტი, პირველ ოქტომბერს დააკავეს.
მიხეილ სააკაშვილი ციხეში 28 დღეა შიმშილობს.