გახსოვთ, შარშან და წელსაც იტყუებოდნენ, რომ თითქოს, ყველაფერი იყო გამჭვირვალე. თითქოს, სახელმწიფო უწყებებს ისედაც მიეწოდებოდათ ყველა ინფორმაცია არასამთავრობო ორგანიზაციებთან დაკავშირებით, რაც საპარლამენტო განხილვამაც დაადასტურა, რომ იყო აბსოლუტურად ტყუილი. ჩვენ ამოვიღეთ 7 ორგანიზაციის მონაცემი და გაირკვა, რომ მაქსიმუმ 18% ამ ორგანიზაციების ფინანსების იყო არა გამჭვირვალე, არამედ ხელმისაწვდომი უწყებებისთვის. რაც შეეხება საჯაროობას, ამ თანხების 0% არის საჯარო. არასამთავრობო ორგანიზაციების დიდი ნაწილი თავს იკავებს საკუთარი ფინანსების გასაჯაროებისგან. უნდა დაისვას ძალიან მარტივი კითხვა, როდესაც ფულს იღებ და ხარჯავ, რატომ არ უნდა გინდოდეს ამ ფულის საზოგადოებისთვის ჩვენება. ფულს იღებ, ფულს ხარჯავ, რატომ უმალავ ამას საზოგადოებას, თუ საკუთარ კეთილსინდისიერებაში ხარ დარწმუნებული. ამ კითხვაზე პასუხი უბრალოდ არ არსებობს”, – ამბობს კობახიძე.
ამოღებულია იარაღი და საბრძოლო მასალა
შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, სხვადასხვა დროს ჩატარებული საპოლიციო ღონისძიებების შედეგად, ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით 3 პირი დააკავეს. სამართალდამცველებმა დაკავებულების პირადი და საცხოვრებელი...










