ნიუ-იორკის ჯანდაცვის დეპარტამენტის განცხადებით Covid-19-ის პანდემიის პირობებში პირბადის ხმარება სექსს კიდევ უფრო დაცულს გახდის. დეპარტამენტმა მოქალაქეებს ვირუსისგან თავდაცვის რეგულაციებში ამ რეკომენდაციის გათვალისწინებაც ურჩია.
ნიუ-იორკის ჯანდაცვის დეპარტამენტი მოსახლეობას დღემდე სახლში დარჩენისა და კონტაქტების მინიმუმამდე დაყვანისკენ მოუწოდებს, თუმცა მის გაიდლაინში ასევე ნათქვამია, რომ „პანდემიის პირობებში ადამიანებს სექსი ექნებათ და უნდა ჰქონდეთ“.
სახელმძღვანელო პრინციები დეპარტამენტმა კორონავირუსის გავრცელების მინიმუმამდე დაყვანის მიზნით შეიმუშავა. ისინი, ვირუსის უფრო უკეთ შესწავლის კვალდაკვალ იცვლება და ახლდება. კორონავირუსის სექსუალური გზით გადაცემის საკითხი ჯერჯერობით საფუძვლიანად შესწავლილი არ არის.
მეცნიერებმა კორონავირუსი პაციენტის ფეკალიებსა და მამაკაცის სპერმაში მათი უკვე გამოჯანმრთელების პერიოდში აღმოაჩინეს. ამიტომ, ისინი არ გამორიცხავენ, რომ ვირუსი, შესაძლოა, სექსუალური გზითაც გადაეცემა. თუმცა, ეს საკითხი ჯერ კიდევ კვლევის საგანია.
reporter.ge









