პარტია “საქრთველოსთვის” ერთ-ერთი ლიდერის, კახა ქემოკლიძის განცხადებით, მეორე ტურისთვის მათი პარტია არც ნიკა მელიას და არც კახა კალაძეს დაუჭერს მხარს. ამის შესახებ მან “ტვ პირველის” ეთერში განაცხადა.
როგორც ქემოკლიძემ განმარტა, ექსპრემიერის პარტია ცვლილებების მომხრეა.
“ჩვენ ვართ ცვლილებების მომხრე. იქედან გამომდინარე, რომ “ქართული ოცნება” გუშინდელი დღეა, ხოლო “ნაციონალური მოძრაობა” – გუშინწინდელი, შემიძლია გითხრათ რომ მხარს არ დავუჭერთ არც ერთს და არც მეორეს” – განაცხადა კახა ქემოკლიძემ.