სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, ფასები საგრძნობლად გაიზარდა ბოლო ერთი წლის განმავლობაში საკვებ პროდუქტებზე. ბოსტნეული 43%-ით გაძვირდა, ზეთი კი 31,6%-ით. ბოლო ორ თვეში მნიშვნელოვნად გაძვირდა ბავშვთა კვების პროდუქტები და საფენებიც.
ბავშვთა კვების პროდუქტებისა და პამპერსის ფასის გადასამოწმებლად გამოცემა “ბათუმელებმა” რამდენიმე სხვადასხვა აფთიაქს მიაკითხა.
“პამპერსის” 94-ცალიანი შეფუთვის ფასი სხვადასხვა აფთიაქში სხვადასხვა იყო, ძირითადად 60 ლარამდე:
ავერსი – 60,00 ლარი (მოქმედებს დროებითი ფასდაკლება);
ჯი პი სი – 59,00 ლარი (მოქმედებს დროებითი ფასდაკლება);
იმპექსი – 53,00 ლარი.
ჰიპის ხილფაფებისა და ბოსტნეულის პიურეს ფასი 125 გრამიანი ქილით – სხვადასხვა აფთიაქში ახლა 4,50 – 4, 70 ლარი ღირს.
ფაფების ფასი PSP-ს სააფთიაქო ქსელში ასეთია:
ურძეო ფაფები:
ნორდიკის 600 გრამიანი ხუთი სახის შერეული მარცვლის ფაფა – 12,00 ლარი;
ჰიპის მრავალმარცვლიანი ურძეო შვრიის ფაფა – 10, 10 ლარი;
ჰეინცის ურძეო ფაფა 200 გრამიანი შეფუთვით 8,07 (მოქმედებს ფასდაკლება
რძიანი ფაფები:
ჰეინცის 200 გრამიანი ფაფა ბანანით და მარწყვით – 9, 70 ლარი;
ჰეინცის წიწიბურას 200 გრამიანი ფაფა – 10,08 ლარი (მოქმედებს ფასდაკლება);
ჰუმანას 200 გრამიანი 5 სახეობის მარცვლეულის რძიანი ფაფა ბანანით – 9, 80 ლარი.










